ოპიუმი
4 კვერცხის გული და 180გრ. შაქარი ავთქვიფოთ კარგად
დავამატოთ 250გრ. მარგარინი ან კარაქი, 1 ჩ კ სოდა, ვანილი, ფქვილი დაახლოებით 400გრ. და მოვზილოთ ცომი.
შეგიძლიათ 3 ს/კ არაჟანიც დაამატოთ, მაშინ ფქვილი დაგჭირდებათ დაახლოებით 600გრ.
გამოდის რბილი, ნაზი ცომი. ვიდრე ბეზეს ამოიყვანთ ცომი მაცივარში შეინახეთ.
გათქვიფეთ 4კვერცხის ცილა მყარ მასამდე და თანდათანობით დაამატეთ 200 გრ. შაქარი. ბოლოს დანის წვერით ლიმონმჟავა და ვანილი.
ცომი გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ პერგამენტზე, გადაუსვით ბეზე და გამოაცხეთ 120-130 გრადუსზე. მაქსიმუმ 1სთ. ასევე გააკეთეთ ცომის მეორე ნაწილზეც.
კრემი:
შეგიძლიათ მოხარშული კრემი ან ცოცხალი კრემი გამოიყენოთ.
300გრ ოთახის ტემპერატურის კარაქს შეათქვიფეთ ქილა-ნახევარი შესქ. რძე, დაამატეთ ვანილი.
ერთ ფენას წაუსვით კრემი, ზევიდან მალინის ცოცხალი ჯემი და დაადეთ მეორე ფენა.
ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.