2K
არაჩვეულებრივი რულეტი, რომელშიც ერთმანეთს ერევა კვერცხის და ცხარე ყველის გემო, ნამდვილად გააოცებს ყველაზე ინტრიგან სტუმრებსაც კი.
მასალა:
175 გრ მაიონეზი (125 გრ ომლეტისთვის, 50 გრ გულისთვის)
4 კვერცხი
2 ყველი
2 კბილი ნიორი
1 კონა კამა
მარილი და პილპილი გემოვნებით
ზეთი გამოსაცხობად.
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ 125 გრ. მაიონეზი, მარილი, პილპილი.
პერგამენტის ქაღალდზე წაუსვით ცხიმი, დაასხით ათქვეფილი მასა და 180 გრადუსზე 10 წუთი გამოაცხეთ.
გადმოაბრუნეთ და მოაცილეთ ქაღალდი.
ერთმანეთში აურიეთ გახეხილი ყველი, დაფქვილი ნიორი, დაჭრილი კამა, მაიონეზი და წაუსვით გამომცხვარ ომლეტს. გადაახვიეთ რულეტივით, შემოახვიეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 2-3 საათით.
კვერცხიანი რულეტი გემრიელი გულსართით მზად არის. დაჭერით და მიირთვით გემრიელად!