POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ნამდვილი ბერძნული სალათი. ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს კლასიკა.

by ekaterine იანვარი 15, 2019
იანვარი 15, 2019

ბერძნული სალათი – ხალხური კერძი, მარტივი, გემრიელი! მასში არაფერია ზედმეტი, მხოლოდ ჩვეულებრივი პროდუქტები, რომლებიც ყველა ბერძნულ სახლშია: ბოსტნეული, ყველი, ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, არომატული ბერძნული სანელებლები – ორეგანო, ბაზილიკი და სურნელოვანი პილპილი.

ტრადიციულად სალათისთვის ბოსტნეულს ჭრიან მსხვილად, ერთმანეთში კი ურევენ ჭამის წინ. ბოსტნეულიდან იყენებენ კიტრს, პომიდორს, ხახვს. ზეთისხილი უნდა იყოს შავი, ხორციანი და კურკებით.

ბოსტნეულის დამსახურებაა ის, რომ სალათი დაბალკალორიულია, ყველი მსუბუქ სალათს ხდის ნოყიერს, სწორედ ყველი, ხახვი და სანელებლები აძლევს მას ორიგინალურ და პიკანტურ გემოს. სხვადასხვა ფერის ბოსტნეული გამოიყურება მადიანად და გვახალისებს.

 

იმისათვის, რომ ბერძნული სალათი ნამდვილად გემრიელი გამოვიდეს, გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტები!  ბოსტნეული არ უნდა იყოს სათბურის.

ნამდვილ გემოს სალათს ანიჭებს ბერძნული ყველი ცხვრის ან თხის რძით დამზადებული. შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი მაგარი ყველით.

ზეითუნის ზეთი სალათს დაუმატეთ ბოლოს. უნდა იყოს სქელი, მომწვანო-ოქროსფერი და არომატული, რომ მისცეს უნიკალური გემო.

მარილი მომზადების დროს არ უნდა დაუმატოთ. სუფრაზე მიიტანთ უმარილოდ და სტუმრები თავისი გემოვნებით შეანელებენ. წინასწარ მარილმოყრილი სალათი უშვებს წვენს, კარგავს სილამაზეს და გემოს.

სანელებლებიც მაგიდასთან მიტანის დროს უნდა მოაყაროთ.

 

სალათის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ბერძენი დიასახლისები ყურადღებას ამახვილებენ ფერებზე: სალათში  წითელი, თეთრი და მწვანე თანაბრად უნდა იყოს გაყოფილი, წითელი  ხახვი და შავი ზეთისხილი კი გემრიელი კომპოზიციის ჰარმონიული დამატებაა.

შემადგენლობა

1 მწიფე პომიდორი

1 კიტრი

1 ტკბილი წითელი ხახვი

10 მსხვილი კურკიანი ზეთისხილი

3 სს/კ. ზეითუნის ზეთი

150 გრ ყველი

1ჩ/კ. ორეგანო

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით პომიდორი საშუალო ნაჭრებად, კიტრი დაჭერით და დაუმატეთ. ბევრი ამბობს, რომ კიტრი უნდა გაიფცქვნას, მაგრამ ქერქიანი უფრო გემრიელია და ლამაზი. დაჭრამდე კიტრი დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შემდეგ დაჭერით. დაუმატეთ მრგვლად დაჭრილი წითელი თავი ხახვი. ჭამის წინ დაუმატეთ ზეთისხილი, ზეთი, სანელებლები, აურიეთ და ზემოდან დაადეთ ერთი ნაჭერი ყველი.

 

სადაც პატივს სცემენ ამ სალათს და ხშირად მიირთმევენ ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ და თითქმის არ უჩივიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

 

0 FacebookEmail
previous post
ახალი კვების გეგმამ ექიმიც კი გააკვირვა: მოემზადეთ 30 კილოგრამამდე წონის მოსაცილებლად!
next post
ერთკვირიანი პრაქტიკა გიჩვენებთ თქვენი სხეულის სასიამოვნო ცვლილებებს! 5 ეფექტური პოზა სხეულის კორექციისათვის!

Related Articles

ლეგენდარული დესერტის არატრადიციული ვერსია. ალბათ ყველაზე სწრაფი მედოკია...

დეკემბერი 30, 2022

უფრო გემრიელი ვიდრე ზრაზი! ლიტვური კარტოფილის ზეპელინები ხორცით!👍

დეკემბერი 20, 2022

თავიდან რეცეპტზე გამეცინა, ახლა კი მხოლოდ ასე ვამზადებ!...

დეკემბერი 18, 2022

ამ კერძის სწორად მომზადების ერთი საიდუმლო არსებობს და...

დეკემბერი 11, 2022

უბრალოდ კარგი კერძი კი არა, არამედ ნებისმიერი სუფრის...

დეკემბერი 11, 2022

ამ დელიკატურ რძიან დესერტს დააფასებენ სიახლის მოყვარულები. ადვილი...

დეკემბერი 9, 2022

მთელი იუთუბი გუგუნებს ამ რეცეპტზე. პირადად რომ გადავამოწმე...

დეკემბერი 5, 2022

როგორც ბავშვობაში: კრემი ნამცხვრებისთვის ნაყინის არომატით. ყველა თაობას...

დეკემბერი 5, 2022

ყველაზე სასარგებლო ტკბილეული თქვენი მოხდნილი ფიგურისთვის👍

დეკემბერი 4, 2022

გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა – ეს არის საუკეთესო...

დეკემბერი 3, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 2

    სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში ქოლესტერინის, თირკმლების დეტოქსიკაციისთვის და სახსრების სამკურნალოდ და ასევე მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!

  • 3

    ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

  • 4

    აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

  • 5

    ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა