ცნობილი ფრანგული უმარტივესი ღვეზელი “ოთხი მეოთხედი”.

by ekaterine

ამ კექსის სახელი ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ მხოლოდ 4 ინგრედიენტი და თითოეული მათგანი – თანაბარი რაოდენობით.

მაგრამ იმის გამო, რომ ტრადიციული რეცეპტი ზოგიერთს შეიძლება საკმაოდ შაქრიანი მოეჩვენოს, დღეს გთავაზობთ კლასიკური ნამცხვრების თანამედროვე ადაპტაციას, რომელიც მოეწონება მათაც კი, ვისაც განსაკუთრებით არ უყვარს ტკბილეული. ამ რეცეპტისთვის უმჯობესია აიღოთ მსხვილი კვერცხი, ხოლო დამატებითი გემოსთვის შეგიძლიათ სურვილისამებრ ცომს ჩირი დაუმატოთ.

ინგრედიენტები

კარაქი 450 გრ

შაქარი 350 გრ

კვერცხი 10 ც

ხორბლის ფქვილი 500 გრ

ვანილის ექსტრაქტი 2 ს.კ

მომზადება

მიქსერის თასში მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ათქვიფეთ ერთგვაროვან მასამდე.

შემდეგ დავამატოთ შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა ჰაეროვანი მასის მისაღებად, მიქსერის გაუჩერებლად ოთახის ტემპერატურის კვერცხები თითო-თითო ჩაასხით.

დაუწიეთ მიქსერის სიჩქარე და დაამატეთ გაცრილი ფქვილი თასში წვრილი ნაკადით.

დასასრულს, დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და კარგად აურიეთ.

მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ დიდი ტევადობის ტაფაში. ნამცხვარი გამოცხობისას ზომით გაფართოვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტაფა ორ მესამედზე მეტი არ იყოს სავსე.

ნამცხვარი შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ დაახლოებით 80 წუთის განმავლობაში.

მზა ნამცხვარს მიირთმევენ ჯემით, ან აფორმებენ ნაყინით, ათქვეფილი კრემით, ახალი ხილით ან თხილით. მაგრამ თავად ცომეული ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. აუცილებლად სცადეთ!

Related Articles