კექსის გამოცხობა არა მარტო სასიამოვნო პროცესია, არამედ შესანიშნავ შედეგსაც იღებთ. თუ გსურთ რაღაც საინტერესო ყავასთან ან ჩაისთან, აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი. ეს ნამცხვრები არ საჭიროებს განსაკუთრებულ ინგრედიენტებს და მზადდება სწრაფად და მარტივად.
კექსი ნაღებით
ინგრედიენტები:
კვერცხი – 4 ცალი.
შაქარი – 250 გრ.
ნაღები 30-35% – 250 გრ.
სახამებელი – 125 გრ.
ფქვილი – 125 გრ.
ვანილი ან ვანილის შაქარი
საცხობი ფხვნილი – 10 გრ.
როგორ მოვამზადოთ ნაღებიანი კექსი
კვერცხი ავთქვიფოთ ვანილთან და შაქართან ერთად. დავამატოთ ოთახის ტემპერატურის ნაღები და ვთქვიფოთ. მასა იქნება თხელი. ფქვილი, სახამებელი და საცხობი ფხვნილი ავურიოთ ერთმანეთში და დავამატოთ ათქვეფილ მასას.
ვთქვიფოთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებადე და ჩავასხათ ფორმაში. ვაცხობთ 160 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში. შევამოწმოთ ხის ჩხირით და თუ ცომი არ ამოჰყვება, კექსი მზად არის.
ძალიან ჰაეროვანი და მსუბუქი გამოდის, სულაც არ ჰგავს მშრალ ბისკვიტს, ნამდვილი მსუბუქად ტენიანი კექსია.
ზემოდან შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი, ან მოხარშული სგუშონი ან უბრალოდ მოაყაროთ შაქრის პუდრი.
კექსი “ლეოპარდი”
ინგრედიენტები კექსისთვის:
რბილი კარაქი – 100 გრ.
შაქარი – 200 გრ.
კვერცხი – 4 ცალი.
ვანილის ესენცია – 1 ჩ/კ
ფქვილი – 150 გრ.
სიმინდის სახამებელი – 50 გრ.
საცხობი ფხვნილი – 1 ჩკ
მარილი
კაკაო
მომზადება:
დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე.
ჩანგლით გათქვიფეთ კვერცხი ვანილის ესენციასთან ერთად და 4-5 მაწილად დაამატეთ ათქვეფილ მასას. აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, სახამებელი, საცხობი ფხვნილი, ცოტა მარილი, ესეც დაამატეთ და ათქვიფეთ.
ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთი ნაწილი კიდევ გაყავით ისე, რომ ერთი შედარებით პატარა გამოვიდეს, რომელთაგან დიდ ნაწილს შეურიეთ 2 ს/კ. კაკაო, პატარას 1/4 ს/კ კაკაო 1/2 ს/კ. ფქვილში არეული.
წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი , მოაყარეთ ფქვილი. ჯერ დაიწყეთ თეთრი ცომით, ჩაასხით წრიულად, შემდეგ მუქი, ბოლოს ღია ყავისფერი. ასეთი თანმიმდევრობით ჩაასხით ბოლომდე სამივე ფერის ცომი.
ულამაზესი კექსი გამოდის. გამოაცხეთ 160 გრადისზე გახურებულ ღუმელში.
ლიმონის კექსი
ინგრედიენტები:
მარგარინი – 200 გრ.
ლიმონი – 2 ცალი.
შაქარი – 150 გრ.
საცხობი ფხვნილი – 1 პაკეტი
ხორბლის ფქვილი – 2 ჭიქა
კვერცხი – 4 ცალი.
რძე – 200 მლ.
მომზადება:
მარგარინი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ავურიოთ კვერცხში და შაქარში. დაასხით რძე, დაამატეთ საცხობი ფხვნილი, ფქვილი და გაამზადეთ ცომი, რომელიც სქელი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს.
წვრილ სახეხზე გახეხეთ ლიმონის ქერქი, დაამატეთ ცომს და ჩააწურეთ ლიმონის წვენიც. ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ცომი და შედგით გამოსაცხობად. კექსი სწრაფად დაიწყებს აწევას და როცა გამოცხვება, არ იცქაროთ მისი გამოღება, გააციეთ ღუმელში.
ხაჭოს კექსი მსხლით
ინგრედიენტები:
ფქვილი -225 გრ.
კარაქი – 115 გრ.
შაქარი – 250 გრ.
ხაჭო – 200 გრ.
კვერცხი – 3 ცალი.
საცხობი ფხვნილი – 1/2 tsp
მსხალი – 2-3 ცალი.
ვანილი
მომზადება:
ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დაამატეთ გაწურული ხაჭო და ვანილი, ათქვიფეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
თითო-თითოდ შევათქვიფოთ კვერცხი, საცხობ ფხვნილთან ერთად არეული ფქვილი. კარგად მოვზილოთ ცომი.
ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში გადავიტანოთ ცომი, მსხალი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ჩავალაგოთ ცომში. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე თითქმის ერთი საათით.
კექსი “ფიფქია”
ინგრედიენტები:
შედედებული რძე (სგუშონი)- 1 ქილა
კვერცხი – 1 ც.
სახამებელი – 6 ს/კ.
სოდა – 0.5 ჩ/კ.
ლიმონის კანი
მომზადება:
ყველაფერი ერთად ათქვიფეთ და ჩაასხით ფორმაში. გამოაცხეთ 180-200 გრადისზე. 20 წუთში გამოიღეთ და დაჩხვლითეთ, რომ ბზარები არ გაიკეთოს.
კექსი “ქალაქური”
ინგრედიენტები:
შავი ქლიავის ჩირი – 0.5 ჭიქა
გამხმარი გარგარი – 0,5 ჭიქა
ქიშმიში – 0.5 ჭიქა
კაკალი – 1 ჭიქა
კვერცხი – 3 ცალი.
შაქარი – 1 ჭიქა
ფქვილი – 1 ჭიქა
მარგარინი – 100 გრ.
სოდა – 0.5 ჩ/კ.
წვენი ნახევარი ლიმონის
თაფლი – 2 ს/კ.
მომზადება:
შავი ქლიავი და გარგარი დავჭრათ, ქიშმიში გავრეცხოთ და გავაშროთ. კაკალი დავჭრათ თხლად დანით.
ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, თანდათან დაამატეთ ფქვილი და ურიეთ ჩანგკით ან კოვზით. დაამატეთ ძმარში გახსნილი სოდა.
გაადნეთ მარგარინი და შეურიეთ ცომს, მარგარინი არ უნდა იყოს ცხელი. დაამატეთ ლიმონის წვენი და თხევადი თაფლი, უმჯობესია ღია ფერის. ბოლოს ვამატებთ დაჭრილ ჩირს და კაკალს.
ყველაფერს კარგად ავურევთ, ცომი არ უნდა გამოვიდეს ძალიან სქელი.
ცხიმწასმულ ან ქაღალდდაფენილ ფორმაში მოვათავსებთ ცომს და ვაცხობთ 160 გრადუსზე 35 წუთი.
მიირთვით კექსი გაგრილებული.
კექსი იოგურტით და შავი ქლიავით
ინგრედიენტები:
სასმელი იოგურტი, შეიძლება ნებისმიერი გემოთი – 1 ჭიქა
კვერცხი – 3 ცალი.
შაქარი – 2-3 ს/კ.
ფქვილი – 1,5 ჭიქა
კარაქი (გამდნარი) – 40 გრ.
მცენარეული ზეთი – 2 ს/კ.
საცხობი ფხვნილი – 1 ტ
მარილი. ვანილის შაქარი გემოვნებით
ქლიავის ჩირი კურკის გარეშე – 100 გრ.
ქიშმიში – 100 გრ.
მომზადება:
წინასწარ ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 5 წუთით ჩირს და ქიშმიშს დაასხით მდუღარე წყალი, შემდეგ გადაწურეთ , გააშრეთ და ამოავლეთ ფქვილში.
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ, გულები შაქართან ერთად ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაამატეტ ვანილი, მარილი, ზეთი, კარაქი, შემდეგ იოგურტი და აურიეთ. შეაზილეტ კარგად ფქვილი. ბოლოს აურიეთ ჩირი და ქიშმიში.
ცალკე ათქვიფეთ ცილა და შეურიეთ ცომს. ცხიმწასმულ ფორმაში ან პატარა ფორმებში ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ. შეგრილებული გადმოიღეთ ფორმიდან, დაჭერით პორციებად და მიირთვით გემრიელად.
8 ყავის კექსი ალუბლით
ინგრედიენტები:
კარაქი – 80 გრ.
შაქარი – 120 გრ.
ხსნადი ყავა – 1 ჩაის კოვზი
კვერცხი – 3 ცალი.
ფქვილი -220 გრ.
საცხობი ფხვნილი – 2 ჩ/კ.
გულსართისთვის:
უკურკო ალუბალი 250 გრამი
შაქარი 100 გრამი
მომზადება:
ალუბალს დავაყაროთ შაქარი და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ, სანამ შაქარი არ გადნება.
კარაქი და შაქარი ავურიოთ. ყავა გავხსნათ 1 ს/კ მდუღარე წყალში და დავამატოთ.
კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ კარაქიან მასას და დავამატოთ ფქვილი, რომელშიც საცხობი ფხვნილია არეული.
ალუბალი გავაციოთ, გადავუწუროთ წვენი. ალუბლები შევურიოთ ცომს. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე 30 წუთი. გაგრილებულ კექსს ზემოდან დავასხათ ალუბლის წვენი.