ყველას უყვარს ტკბილეული, მაგრამ სამსახურიდან დაბრუნებულს არც დრო აქვს და არც ენერგია იმისთვის, რომ გამოაცხოს. გვიწევს უახლოეს მაღაზიაში შეძენა, მაგრამ ესეც ძვირი სიამოვნება გვიჯდება. გასწავლით გემრიელ და მარტივ რეცეპტს, რომელიც არც ძვირი ჯდება და არც დიდი დრო სჭირდება გამოსაცხობად. ყველას ასიამოვნებთ სახლის დესერტით და ოჯახის ბიუჯეტსაც გაუფრთხილდებით.
იტალიური ვაშლის პეროგი
შემადგენლობა
ხორბლის ფქვილი 180 გ
ვაშლი 4 ცალი.
კვერცხის გული 2 ცალი.
შაქარი 140 გრ
კარაქი 50 გრ
რძე 125 მლ
საცხობი ფხვნილი 4 გრ
ცოტა მარილი.
მომზადება:
გადადეთ 3 ს/კ. შაქარი. დანარჩენი ათქვიფეთ კვერცხის გულებთან ერთად. უნდა გახდეს თეთრი. დაამატეთ დარბილებული კარაქის ნახევარი და რძე და კარგად აურიეთ. შემდეგ ფქვილი და გამაფხვიერებელი დაამატეთ. ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.
იტალიურ პეროგს უხდება მრგვალი ფორმა. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ჩაასხით ცომი.
გაასუფთავეთ ხილი და დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაალაგეთ ზემოდან ლამაზად. დარჩენილი კარაქი გაადნეთ და მოასხით, ზემოდან ნამცხვარს მოაყარეთ შაქარი, რომელიც მოიტოვეთ.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.
ეს კარგია მათთვის, ვისაც უყვარს ვაშლიანი ნამცხვრები. გამოდის ფუმფულა შიგნიდან და ხრაშუნა გარედან. ნამდვილად სრულყოფილია. ურჩიეთ ყველას ისიამოვნოს იტალიური დესერტის გემოთი.