საღამოს მაცივარში ინახავ და დილით უკვე შეგიძლია გასინჯო. მწვადთან და არაჟნიან კარტოფილთან – ნამდვილი ბომბია!

by ekaterine

ყველა დიასახლისს შეიძლება სხვადასხვა ექსპრეს რეცეპტი ჰქონდეს, რომლებიც მოულოდნელი სტუმრებისთვის სუფრის სწრაფად გაშლაში ეხმარება.

ხანდახან, თბილ დღეებშიც ხომ გინდათ პირის ჩატკბარუნება რამე პიკანტური მარილიანი დასაყოლებლით.

ერთ-ერთი ასეთი საუკეთესო დასაყოლებელია ხრაშუნა, ნაკლებად მარილიანი კიტრი. მის მოსამზადებლად უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა ის, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ბევრისთვის უცნობია.

კიტრი უბრალოდ ფანტასტიკური გამოვა: არომატული, ხრაშუნა და მადის აღმძვრელი. რეცეპტი უმის მოყვარულებს მოეწონებათ, რადგან მასში თერმული დამუშავება გათვალისწინებული არაა. მშრალი დამარილებით კიტრი ფერს ინარჩუნებს, ისეთივე მწვანე რჩევა, როგორც ახალი.

გემრიელი და ხრაშუნა ნაკლებად მარილიანი კიტრი უფროსებს და ბავშვებს ერთნაირად უყვართ. ყველას სურს, რომ ნაკლებად მარილიანი კიტრი წამებში მომზადდეს. ამის გაკეთება კი ამ რეცეპტით შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

კიტრი 1 კგ

მარილი 0,75 ს.კ.

შაქარი 1 ჩ / კ

ძირა 0,5 ჩ / კ

ცხარე წიწაკის ფანტელები 0,5 ჩ / კ

ნიორი 3 კბილი

ქინძი 0,5 კონა

მომზადება

იმისათვის, რომ კიტრი კიდევ უფრო არომატული გამოვიდეს, გირჩევთ. სუნელები თავად გააკეთოთ. ამისათვის დაფქვით ძირა, წითელი წიწაკა, შაქარი და მარილი. კარგად აურიეთ ყველაფერი.

გარეცხეთ ახალგაზრდა კიტრი და დაჭერით ზოლებად. გადაიტანეთ თავსახურიანი პლასტმასის ჭურჭელში. დააჭყლიტეთ ნიორი კიტრზე, მოაყარეთ სანელებლები, დაჭრილი მწვანილი, დაახურეთ პლასტმასის კონტეინერს სახურავი, შეანჯღრიეთ ისე, რომ ყველაფერი აირიოს. კიტრი მაცივარში დატოვეთ მინიმუმ ღამით. იდეალურ შემთხვევაში, მთელი დღით.

დროის გასვლის შემდეგ სუფრასთან მიიტანეთ დამარილებული კიტრი. ასეთი სურნელოვანი და ხრაშუნა საუზმე საუკეთესოა კარტოფილთან ერთად. შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს ერთი კვირის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ, ასეთი დელიკატესი დიდხანს არ გაჩერდება. როგორ ამწნილებთ კიტრს თქვენ? გაგვიზიარეთ თქვენი იდეები!

Related Articles