“მონასტრის ქოხი”- ექსკლუზიური რეცეპტი. მრავალფეროვანი სადილის შემდეგაც კი სტუმრები მოუთმენლად ელოდებიან ამ დესერტს.

by ekaterine

ეს არის ცომის მილები, რომელიც შევსებულია არაჟნის კემით. ჩვეულებრივ “სამონასტრო ქოხი” მზადდება დაკონსერვებული ბალით. მე მიყვარს შავი ქლიავით და კაკლით.

 

ცომის შემადგენლობა

3 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა არაჟანი

250 გ მარგარინი

4 ჭიქა ფქვილი

0.5 ს/კ. სოდა

ძმარი 1 ს/კ

გულსართისთვის:

200 გრ შავი ქლიავი

200 გრ ნიგოზი

100 გ ყაყაჩო

 

კრემისთვის:

1 კგ. არაჟანი

350 გრ შაქარი

1 შოკოლადი მოსართავად.

მომზადება:

გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან. გულს შეურიეთ შაქრის ფხვნილი, მარგარინი, არაჟანი, სოდა-ძმრით და ფქვილი. მოზილეთ ცომი, დაყავით 28 ცალ ბურთულად და შედგით მაცივარში.

ნახევარი საათის შემდეგ გამოიღეთ და თითოეული ბურთულა გაათხელეთ 25 სმ-სიგრძის და 3-4 სმ სიგანის ზოლებად.

 

წვრილად დაჭერით კაკალი, 15-20 წუთით მდუღარე წყალში დაალბეთ შავი ქლიავი და დაჭერით, მდუღარე დაასხით ყაყაჩოსაც და 20 წუთით გააჩერეთ. წყალი გადაწურეთ, დაჭრილ ქლიავს, ნიგოზს და ყაყაჩოს დაუმატეთ ცოტა შაქარი. თითოეულ ცომს მოაყარეთ გული. 9 ცომს-ქლიავი, 9-ს ნიგოზი და 10 ცომს მოაყარეთ ყაყაჩო. გადაახვიეთ მილისებურად და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთით.

 

ათქვიფეთ არაჟანი და შაქრის ფხვნილი. წაუსვით კრემი ბლუდზე, დააწყვეთ გამომცხვარი მილები სამ-სამი და ყველა ფენას წაუსვით კრემი. ასე გააკეთეთ სანამ მილები და კრემი არ მორჩება.

 

დაფარეთ მთლიანად კრემით. ზემოდან წაუსვით გათქვეფილი ცილა და შაქრის ფხვნილი. კვერცხის ცილები ათქვიფეთ 150 გ. შაქრის ფხვნილთან ერთად, მიიღებთ ცოცხალ ბეზეს. ბეზეს ზემოდან მორთეთ შოკოლადით.

 

Related Articles