მისი გამაგრილებელი გემო დაგეხმარებათ სიცხისგან თავის დაღწევაში!

by ekaterine

ჭარხლის აკროშკა დამარილებული კიტრით

ეს არის რაღაც შუალედური კლასიკურ ჭარხლის წვნიანსა და ცნობილ ოქროშკას შორის. ეს კერძი შესანიშნავია ზაფხულის ცხელ დღეებში. გამაგრილებელი და გამაჯანსაღებელი ცივი იოგურტის წვნიანი საუკეთესოა მიირთვათ ბოროდინოს რუხ პურთან ერთად.

თუ კიტრი სქელი კანით შეგხვდებათ, ჯობია, გაფცქვნათ. ჭარხალი სცადეთ მოამზადოთ არა ჩვეულებრივ ნივრით, არამედ მწნილის ნივრით. ეს კერძს უჩვეულო და საინტერესო გემოს მისცემს.

ინგრედიენტები

იოგურტი 400 მლ

ჭარხალი 2 ც.

კიტრის მწნილი 3 ც

ნიორი 1 კბილი

კამა 1 კონა

გაზიანი წყალი გემოვნებით

მარილი გემოვნებით შავი პილპილი (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

კარგად გარეცხეთ ჭარხალი, გადაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ღუმელში 200°C-ზე. გააგრილეთ ცივი წყლით, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბიკებად.

კიტრი დავჭრათ პატარა კუბიკებად. გაფცქვენით ნიორი და დაჭერით კამა.

შეურიეთ მომზადებული ინგრედიენტები, დაასხით იოგურტი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 3-4 საათით, რომ ინგრედიენტები შეერიოს ერთმანეთს.

სუფრაზე მიტანის წინ წვნიანი ცივი გაზიანი წყლით განაზავეთ.

ცივი ჭარხლის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ბევრი პროდუქტი და მით უმეტეს დრო. ჩაიწერეთ რეცეპტი, რადგან ძალიან ცხელი დღეები მალე დადგება.

Related Articles