“სიენური პანფორტე”-ამ ნამცხვარმა ჩემს მეგობრებში ნამდვილი აღტაცება გამოიწვია.

by ekaterine

სიენური პანფორტე

მასალად დაგვჭირდება:

500გრ. მშრალი ხილი ( თხილეული): ნიგოზი, თხილი,არაქისი, მზესუმზირა.( მოხალული)

ცუკატები: სხვადასხვა ხილის.

ჩირები: ნებისმიერი სურვილისამებრ, ქიშმიში ღია და მუქი.

1ც. ფორთოხლის ცედრა.

50გრ. თაფლი

75 გრ. შაქარი

სუნელები: 1 ჩკ. დარიჩი, 1 ჩკ. მუსკატის კაკალი, 0.5 ჩკ. თეთრი დაფქული პილპილი ( შეგიძლიათ შავიც)

4 ც მიხაკის ვარსკვლავის თავები

დაფქვილი ქინძი 0.5ჩკ.

ფქვილი რამდენსაც მოითხოვს,დაახლოებით 3სკ.

 

ეს ნამცხვარი ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ცხვება. ყველა რეცეპტი მოიცავს ცოტა სახეცვლილებას, არის შოკოლადით, კაკაოთი, ზოგიერთ რეცეპტში მეტი ფქვილია და კვერცხიც გამოიყენება, ემატებათ აგრეთვე რომი, ყავა..
ზოგიერთი ფორმა არის კექსის, ზოგიც პატარა ტორტების. შტოლენისთვის დამახასიათებელი პატარა გუმბათით.
საერთო ყველა ამ საშობაო ნამცხვარს აერთიანებს მშრალი ხილი, აუცილებლად ნუში, ,,პინოლი” ( ნაძვის თესლი) ასევე ძალიან აგემრიელებს ლეღვის ჩირი.

მომზადება:

თასში ვათავსებთ მოხალულ მშრალ ხილს, მსხვილად დაჩეხილს. ჩირები წინასწარ დავალბოთ წყალში და შემდეგ გაწურული დავუმატოთ თხილეულს, დავჭრათ თუ დასაჭრელია ცუკატები, დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა, და სუნელები. კარგად ამოვურიოთ და დავუმატოთ ფქვილი. გავადნოთ შაქარი თაფლთან ერთად, ისე რომ, შაქარი რომ უკვე გადნება მზადაა. დავასხათ მთლიან მასას და კარგად ხის კოვზით ამოვურიოთ.
ჩავდოთ 18 სმ. დიამეტრის ფორმაში, დავუფინოთ პერგამენტის ქაღალდი. ჩავტკეპნოთ ფორმაში მსუბუქად დასველებული ხელით. მოვაყაროთ შაქრის პუდრა ზემოდან.
მაღალი სიმაღლის არაა სასურველი. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 30 წთ.
გამოღებულ ნუგბარს დაველოდოთ სანამ მთლიანად არ გაცივდება. შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ.
უკვე გაციებულს მოვაყაროთ შაქრის პუდრა როგორც ძირზე ასევე გვერდებზე და ზემოდან და ხელით გადავუსვათ კარგად. ამის შემდეგ ზემოდან ისევ მოვაფრქვიოთ ბლომად შაქრის პუდრა.

საშობაო ნუგბარი მზადაა!!!

Related Articles