• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ჩემი მეზობელი დეიდა სარა ამ დესერტს ხშირად ამზადებდა. ისეთი სურნელი იდგა, რომ თავბრუ მესხმოდა. მოგვიანებით ჩემს ოჯახშიც საყვარელი დესერტი გახდა.

by ekaterine დეკემბერი 5, 2021
დეკემბერი 5, 2021

პირველად გავსინჯე რომბები შაქრიანი დარიჩინით დამზადებული ცომისგან, როცა ვსტუმრობდი ჩემი ქმრის მშობლებს. ძალიან მომეწონა და რეცეპტიც ავიღე. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს არის ტრადიციული ებრაული საკონდიტრო ნაწარმი. უპრეტენზიო კომპოზიციამ და მარტივმა მომზადებამ ის ჩემს ოჯახშიც საყვარელი დესერტი გახადა.

იმისათვის, რომ თქვენი ცომეული რაც შეიძლება გემრიელი იყოს, გამოიყენეთ ცხიმიანი კარაქი და  არაჟანი. მე მქონდა ნამდვილი დარიჩინის ჯოხი. დავფქვი და შევურიე შაქარს. შეფუთუ სანელებელი ვერც შეედრება. სურნელმა მეზობლამდეც კი მიაღწია.

ინგრედიენტები

კარაქი 50 გრ

შაქარი 65 გრ

არაჟანი 60 გრ

ვანილის ექსტრაქტი 2 მლ

კვერცხი 1 ც

გამაფხვიერებელი 1 ს/კ

ხორბლის ფქვილი 200 გრ

დარიჩინი 1 ს.კ.

მარილი 1 მწიკვი.

მომზადება

შეურიეთ დარბილებული კარაქი და 40 გრ შაქარი და ათქვიფეთ თეთრი მასის მიღებამდე. დაუმატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.

ნაღების მასას შეათქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ 2-3 წვეთი ექსტრაქტი და ათქვიფეთ ჩანგლით.

ფქვილი გავცრათ თასში და მოვზილოთ რბილი ცომი. ფქვილის რაოდენობა შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის ხარისხზე და სიახლეზე. ამიტომ ფქვილი თანდათანობით დაამატეთ. ცომი  მოათავსეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 30 წუთით.

სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი, მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ 3-4 მმ სისქის ფენად. შემდეგ მოაყარეთ დარიჩინისა და შაქრის ნარევი.

ცომი დავჭრათ 4 სმ რომბებად და გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდდაფენილ საცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ 190 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

როგორც მიხვდით, საღამოს სტუმრები გვყავდა. მეზობელმა წყვილმა ვერ გაუძლო ცდუნებას და გემო გაუსინჯა დარიჩინის ტკბილეულს. საპასუხოდ დაგვპატიჟეს თავიანთ აგარაკზე მწვადზე. სასიამოვნო ბონუსია!

0
FacebookEmail
previous post
ამ დესერტის სახელი არ მახსოვს, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, როგორ შევიყვარე პირველივე ლუკმიდან!
next post
ყველა ნაოჭი, ფორები და არათანაბრობა გააქრო. კანი ფაიფურივითაა. გაგიზიარებთ ჩემს აღმოჩენას!

Related Articles

ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ...

აგვისტო 12, 2022

ვფიქრობ, რომ ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს ასეთი რეცეპტი....

აგვისტო 12, 2022

ვიღებ ჭიქა კეფირს და 10 წუთში ვამზადებ ხრაშუნა...

აგვისტო 11, 2022

ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ...

აგვისტო 9, 2022

ჩვეულებრივი სენდვიჩიც კი მასთან ერთად უკვე პატარა კულინარიული...

აგვისტო 7, 2022

ამ მიქსის გემო ბავშვობიდან მახსოვს და დღემდე მომწონს....

აგვისტო 4, 2022

სანახაობრივი ჰაეროვანი ტკბილი დესერტი.

აგვისტო 3, 2022

საკონდიტრო მაღაზიები ასეთ გემრიელებს არ აკეთებენ! განსაკუთრებით ლამაზია...

აგვისტო 3, 2022

ჩვენმა ბებიებმა ეს რეცეპტი ზეპირად იცოდნენ! საკმაოდ დიდი...

ივლისი 31, 2022

გემრიელად გამოიყურება! და მისი უნაკლო შესრულებისთვის არ არის...

ივლისი 31, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    დედაჩემი ამ კერძს ისე გემრიელად ამზადებს, რომ შეიძლება თეფშიანად გადაგეყლაპოთ. დილით მიირთვით “მასტავა” და მთელი დღით დანაყრებული იქნებით.

  • 2

    დაემშვიდობეთ მუცლის ცხიმსა და ფეხების შეშუპებას. 7 დღეში მინიმუმ 7 კილოგრამით ნაკლები. დიეტა “წებოვანი”- ახალი სიტყვა დიეტოლოგიაში.

  • 3

    არასდროს ვყოფილვარ კოსმეტოლოგთან, მაგრამ სახეზე მიმიკური ნაოჭიც კი არ მაქვს! აი ბუნებრივი ლიფტინგის რეცეპტი ჩემგან!

  • 4

    ყველა ნაოჭი, ფორები და არათანაბრობა გააქრო. კანი ფაიფურივითაა. გაგიზიარებთ ჩემს აღმოჩენას!

  • 5

    სანელებელი, რომელიც ათზე მეტ ფარმაცევტულ მედიკამენტს ცვლის. რა შედეგი მისცა კურკუმამ ჩემს დედამთილს, რომელიც ყოველდღე სვამდა მას.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC