ჩიტის რძე
ბისკვიტის ინგრედიენტები:
2 პაკეტი ჟელატინი (8 გრ)
1 ჭიქა რძე
1 ჭიქა შაქარი
450 გრ არაჟანი
450 გ გაციებული ათქვეფილი ნაღების კრემი
მცენარეული ზეთი ფორმაში წასასმელად.
მინანქრის ინგრედიენტები:
5 ს/კ. კაკაოს ფხვნილი
5 ს/კ. შაქარი
1 პაკეტი ჟელატინი (8 გ)
5 ს/კ. რძე
1 ს/კ.ცივი წყალი
მომზადება:
აურიეთ ორი პაკეტი ჟელატინი და 1 ჭიქა რძე, დადგით ცეცხლზე და ორთქლის გაჩენისას, გადმოდგით, არ მიიყვანოთ ადუღებამდე. გადადგით და დაელოდეთ სანამ ჟელატინი გასქელდება.
შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი, არაჟანი და ნაღები. ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ ჟელატინიანი რძე ფრთხილად და გააგრძელეთ თქვეფა. მოამზადეთ ცხიმწასმული ნამცხვრის ფორმა.
ჩაასხით მომზადებული მასა, ზედაპირი გადაასწორეთ თანაბრად და დააფარეთ თავსახურავი ან საკვები ცელოფანი.
შედგით მაცივარში ერთი საათით.
მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და ადუღეთ 2-3 წუთი, გააგრილეთ და მოასხით თანაბად მაცივრიდან გამოღებულ ნამცხვარს. ისევ შევაბრუნოთ მაცივარში 5 საათით და ყველაფერი კარგად გაიყინება.
როგორც ხედავთ, ამ დესერტის გამზადება ელემენტარულია. გემო შეუდარებელია, ზუსტად იცით, რა კომპონენტებია ნამცხვარში – არ არის ქიმიური დანამატები! დიდი არჩევანია ბავშვთა მენიუში შესატანად. რატომ ვიყიდოთ მავნე ტკბილეული მაღაზიებში , თუ შეგვიძლია ასეთი სასწაულის სახლში მომზადება?