ვისაც უყვარს მოხარშული ჭარხლის კერძები, ამ შედევრს ის დადებითად შეაფასებს. სალათის პიკანტური და სადღესასწაულო ფორმატისათვის საჭიროა ცოტა შავი ქლიავი და კაკალი.
შემადგენლობა
ჭარხალი 1 ცალი.
კარტოფილის 3 ც.
ჩავი ქლიავი 50 გ
კვერცხი 4 ცალი.
ნიგოზი 50 გრ
მაიონეზი 150 გ
მარილი გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი, ჭარხალი და კვერცხი მოხარშეთ და გაფცქვენით. კვერცხი გააცალკევეთ (ცილა და გული ცალ-ცალკე).
შავი ქლიავის ჩირს დაასხით მდუღარე და დაელოდეთ სანამ დარბილდება. შემდეგ წვრილად დაჭერით.
დააწყეთ ფენა-ფენა, თითოეულს მოასხით მაიონეზი და მოაყარეთ მარილი.
ჯერ კუბიკებად დაჭრილი ჭარხალი, მერე კარტოფილი, კვერცხის გული, შავი ქლიავი, დაჭრილი ცილა, ზემოდან დააწყეთ კაკალი და ორი საათი შედგით მაცივარში. სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
ეს სალათი თქვენს მაგიდას გაამრავალფეროვნებს და შეიძლება თევზის სალათის,”შუბის” შემცვლელიც გახდეს. სურვილისამებრ შეგიძლიათ მაიონეზი შეცვალოთ იოგურტით ან არაჟნით.