სახლში მომზადებული არაჟანი საოცრად სქელი და ყოველთვის ახალია. ყველა, ვინც სცადა ეს რეცეპტი, დამეთანხმება: ′′ ჭეშმარიტად გემრიელი არაჟანია!”

by ekaterine

არაჟანი მაღაზიის რძისგან

ხარისხიანი არაჟნის შესაძენად ორჯერ მეტის გადახდაა საჭირო. ზოგჯერ პროდუქტის კონსისტენცია ჟელეს ჰგავს. ყველა მაღაზიაში შეძენილს არ შეიძლება ეწოდოს არაჟანი.

ამიტომ კარგი გამოსავალი არის არაჟნის სახლში მომზადება. ჩვენ გთავაზობთ არაჟნის მომზადების ქალაქურ ვარიანტს.

ამ მიზნით უნდა შეიძინოთ მაღალპროცენტიანი ცხიმიანობის რძე. ის შესაძლოა იყოს პასტერიზებულიც. უმჯობესია შეიძინოთ ისეთი, რომელსაც შენახვის ვადა მინიმალური აქვს. მოსამზადებელი არაჟნის დედად გამოდგება მზა არაჟანი, რომელიც მაღალი ხარისხის იქნება.

ინგრედიენტები

ნახევარი ლ რძე

2 ს. კ. არაჟანი

მომზადება

ჩაასხით რძე ქვაბში, გაათბეთ 37-40 გრადუსამდე. თუ უფრო მეტად გაათბობთ, მისი გაგრილება მოგიწევთ, რადგან ბაქტერიები თბილ, მაგრამ არა ცხელ გარემოში ცხოვრობენ.

თბილ რძეს დაამატეთ არაჟანი, კარგად აურიეთ, ნარევი გადაიტანეთ სუფთა ქილაში, შემოახვიეთ თბილი პირსახოცი ან ადიალა  და დატოვეთ სითბოში მთელი ღამით.

მეორე დღეს არაჟანი მზად იქნება. პროდუქტი მოათავსეთ მაცივარში, რომ არ დამჟავდეს და გემრიელად მიირთვით!

არაჟანი შეგიძლიათ მოამზადოთ სპეციალური ბაქტერიული დედოს დახმარებით, რომელიც მარკეტებშიც იყიდება და ინტერნეტითაც შესძლებთ შეძენას. დაიცავით მარტივი ინსტრუქციები, რომლებიც შეფუთვაზეა მოცემული და 24 საათის შემდეგ თქვენ შესანიშნავ არაჟანს მიიღებთ.

წარმატებებს გისურვებთ კულინარიულ ექსპერიმენტებში!

Related Articles