სწრაფი გარნირი ხორცის, ფრინველისა და თევზისთვის.

by ekaterine

მოთუშული ჭარხალი

 

ჭარხალი ნამდვილად უნიკალური ბოსტნეულია, რომელსაც სხვა ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებთ. თუ 2 კვირის განმავლობაში დღეში მინიმუმ 50 მლ ჭარხლის წვენს ან დაახლოებით 100 გრ მოხარშულ ჭარხალს შეჭამთ, ჰემოგლობინის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდით. ამასთან, ასე წონაში დაკლებასაც შეძლებთ.  სასარგებლო ნივთიერებები თერმული დამუშავების დროს არ ირღვევა და ხანგრძლივი შენახვის დროს არ იკარგება.

სწორედ, რომ მოხარშული ჭარხლის დახმარებით შეგიძლიათ უამრავი კერძი მოამზადოთ: ვინეგრეტი, სხვადასხვა წასახემსებელი, პაშტეტი, ბოსტნეულის ხიზილალა. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივ ვარიანტს სხვადასხვა სალათის მომზადება წარმოადგენს. ასეთი სალათები ძალიან გემრიელია და ღამით შეგიძლიათ ორმაგი პორცია მიირთვათ, რადგან 100 გრ ჭარხალი მხოლოდ 43 კალორიას შეიცავს.

ინგრედიენტები

ჭარხალი 500 გრ

ხახვი 180 გრ

არაჟანი 150 გრ

ნიორი 1 კბილი

მზესუმზირის ზეთი 2 ს.კ.

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი (დაფქვილი)

მომზადება

 

ჭარხალი გაასუფთავეთ და დაჭერით ჯერ წრეებად, შემდეგ კი კუბიკებად. ხახვიც გაასუფთავეთ და დაჭერით.

ხახვი შეწვით ზეთში ტაფაში გამჭვირვალედ და დაამატეთ მას ჭარხალი. შეწვით დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ 10 წუთის განმავლობაში.

ჭარხალს დაუმატეთ არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ სახურავის ქვეშ. ამას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდება. მიირთვით მწვანილით მორთული კერძი.

 

ჭარხალი არაჟანში არის ფაფის საუკეთესო თანხლები კერძი. იგი ასევე შეიძლება გახდეს წითელი ხორცის, ფრინველისა და თევზის კერძების აკომპანიმენტიც კი. სცადეთ მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.

Related Articles