თურქული წვნიანი აღმოსავლური სამზარეულოს მოყვარულთათვის. სწრაფი მომზადება და არაჩვეულებრივი გემო ერთ თეფშში.

by ekaterine

ქათმის წვნიანი თურქულად

თურქულ ოჯახში სადილად თუ მოხვდებით, გაიგებთ, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობიან პირველ კერძებს. თურქული სამზარეულო 300 სხვადასხვა წვნიანს მოიცავს, რომლებსაც მხოლოდ სადილად არ მიირთმევენ.

ცივ ამინდში ეს არაჩვეულებრივი კერძი იოლად გაგათბობთ და განსაკუთრებული გემოთი გაგახარებთ.

ინგრედიენტები

2 ც. ქათმის ფილე

2 ლ. წყალი

200 გრ წვრილი ვერმიშელი

1 თავი ხახვი

1 კვერცხი

200 გრ ხორბლის ფქვილი

½ ლიმონი

შავი და წითელი დაფქული პილპილი გემოვნებით

ხმელი პიტნა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადება

ქათმის ფილე მოხარშეთ სუნელებით და ოთხად გაჭრილ ხახვთან ერთად. ამოიღეთ ხორცი და ბოსტნეული და გააცივეთ. ქათმის ბულიონში ჩაყარეთ ვერმიშელი და მოხარშეთ.

დაწეწეთ მოხარშული ხორცი და დაამატეთ ვერმიშელში. თუ წვნიანი მეტისმეტად სქელი გამოვა, დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი.

შეურიეთ კვერცხი და ფქვილი, შემდეგ დააწურეთ ლიმონი და კარგად მოურიეთ, ჩაასხით ნარევში ცხელი ბულიონი კოვზით, მიიტანეთ ადუღებამდე და ჩაასხით წვნიანში ნელა, მუდმივად ურიეთ.

გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოაყარეთ მარილი და პილპილი და დაამატეთ გამხმარი პიტნა. სუფრასთან მიტანამდე შეგიძლიათ მოაყაროთ მზა კერძს ახალი მწვანილი.
ასეთი წვნიანი სტუმრებთანაც არ შეგარცხვენთ. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.

Related Articles