დელიკატური დესერტი ფიგურისთვის ზიანის მიყენების გარეშე. შვრია + ვაშლი = სრულყოფილი საშემოდგომო ღვეზელი!

by ekaterine

შვრიის ღვეზელი ვაშლით

ჩვენ გოგოებს ხშირად გვსურს რაიმე გემრიელი. მაგრამ ზედმეტი კილოგრამების მომატების შიში ტკბილეულზე უარს გვათქმევინებს. შესანიშნავი რეცეპტი ვიპოვნე, რომელიც ფიგურას არ აზიანებს. ვაშლით შვრიის ღვეზელი ნამდვილი ხსნა იყო ჩემთვის. დაბალკალორიულმა და გემრიელმა დესერტმა გადააჭარბა ჩემს ყოველგვარ მოლოდინს.

ორიგინალური რეცეპტში სიტკბოსთვის იყენებენ შაქარს. მაგრამ მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ თაფლით ან სხვა ჯანსაღი დამატკბობლით. არ ინერვიულოთ უფრო მეტი ვაშლია ვიდრე ცომი. ეს ხდის შვრიის ნამცხვარს ძალიან წვნიანს და ნაზს.  ვაშლს წაუსვით ციტრუსის წვენი, რომ არ გაშავდეს.

ინგრედიენტები

კარაქი 120 გრ

შაქარი 160 გრ

მარილი 1 მწიკვი

კვერცხი 3 ცალი

ხორბლის ფქვილი 100

შვრიის ფანტელები 150 გრ

გამაფხვიერებელი 1 ჩ / კ

დარიჩინი 1 ს / კ

ვაშლი 4 ცალი

ლიმონი 1 ც.

მომზადება

შეურიეთ დარბილებული კარაქი შაქარს და მარილს. ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ კვერცხები სათითაოდ, აგრძელეთ თქვეფა გლუვი, მსუბუქი მასის მიღებამდე.

გაცრილ ფქვილს დაამატეთ შვრიის ფანტელი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი. აურიეთ ნარევი თხევად მასაში  რამდენიმე ეტაპად. რბილი ცომი უნდა გამოვიდეს.

გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მსუბუქად მოასხით ლიმონის წვენი. გახეხეთ ლიმონის ცედრა და დაუმატეთ ცომს. ვაშლებიც შეურიეთ და აურიეთ კარგად.

26 სანტიმეტრიან ტაფას წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი და გაათანაბრეთ. ნამცხვარი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში. მზაობის შემოწმება შეგიძლიათ ხის ჩხირით.

Related Articles