პოლონური ბიგოსი ახალი კომბოსტოსგან. გემრიელი კერძის მომზადების მნიშვნელოვანი ნიუანსები!

by ekaterine

ბიგოსი, ან, როგორც მას უწოდებენ, ბიგუსი, აღმოსავლეთ ევროპული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. ითვლება, რომ იგი პოლონეთში გამოიგონეს. ზოგიერთ წყაროში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, რომ მისი რეცეპტი ამ ქვეყანაში ლიტვიდან ჩამოიტანა პრინცმა ვლადისლავ იაგაილომ, რომელსაც უყვარდა ბიგოსის ჭამა ნადირობის დროს.

ვინც არ უნდა იყოს ავტორი, მთავარი ისაა, რომ კერძი უგემრიელესია. მისი მომზადების მრავალი ვარიანტი არსებობს. მაგრამ მისი ძირითადი ინგრედიენტებია კომბოსტო და ხორცი. მზა კერძისქელი, ოდნავ მჟავეა. ჩვეულებრივ ბიგოსი მზადდება პომიდვრის გარეშე, მაგრამ სიმჟავისთვის უმჯობესია დაამატოთ ის.

ბიგოსი ახალი კომბოსგან

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი 400 გ

თეთრი კომბოსტო 1 კგ

ხახვი 2 ც

სტაფილო 1 ც

პომიდორი 2 ც

შავი პილპილი (დაფქვილი) გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

მომზადება:

დაჭერით ხორცი კუბებად. შეგიძლიათ როგორც საქონლის, ასევე ღორის ხორცის გამოყენება.

გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ხორცი. დაამატეთ დაჭრილი ხახვი  და შუშეთ 8 წუთი. დაჭერით სტაფილო ზოლებად, დაამატეთ ისიც ხორცს და კვლავ 8 წუთი შუშეთ. მოაყარეთ პილპილი და აურიეთ.

დაჭერით პომიდორი წვრილად, ჩაყარეთ ხორცთან და შუშეთ 5 წუთი.

დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და ხელით აურიეთ. დააცადეთ წვენის გამოსვლა. ჩაყარეთ კომბოსტო ხორციან მასაში, დაახურეთ და შუშეთ 50-60 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ.

მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან სხვა მწვანილი.

ბიგოსთან ერთად სუფრაზე მიაქვთ თეთრი ან შავი გახუხული პური. ამ კერძს ძალიან უხდება ალკოჰოლიანი სასმელები.

გემრიელად მიირთვით!

Related Articles