დიდი ხანი ვეძებდი სრულყოფილ რეცეპტს საუზმეზე. არცერთი კერძი არ აკმაყოფილებდა ჩემს კრიტერიუმებს. მინდოდა რაღაც მსუბუქი, მაგრამ ნოყიერი, უცხიმო და სწრაფად მოსამზადებელი. როგორც ხედავთ, მოთხოვნების შესრულება თითქმის შეუძლებელია. რა არ ვცადე! და ბოლოს, მე აღმოვაჩინე შესანიშნავი ვარიანტი – ბანანის ორცხობილა.
ახლა ასეთ საუზმეს ყოველდღე ვამზადებ. და იცით რა არის გასაოცარი? მომზადება საერთოდ არ არის მოსაწყენი. ვაკეთებ ცომს წუთში, შემდეგ კი ვტოვებ ღუმელში მცირე ხნით. აქ მოცემულია ორი ინგრედიენტისგან შემდგარი ორცხობილის რეცეპტი.
ინგრედიენტები
ბანანი 2 ცალი
მიუსლი 150 გრამი
მომზადება
ბანანი დავჭყლიტოთ კრგად.
დაამატეთ მიუსლი და აურიეთ.
საცხობ ფორმაზე გაშალეთ ქაღალდი და დააწყვე პატარა ორცხობილები.
აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში 180 ° C ტემპერატურაზე.
მიუსლის ორცხობილა შესანიშნავია არა მხოლოდ საუზმისთვის. შეგიძლიათ დაამატოტ ნებისმიერი ხმელი ხილი, მიუსლი კი ჩაანაცვლოთ შვრიის ბურღულით.