ღვეზელები ისეთი ფაფუკია, როგორც სუფლე. თხევად ცომთან საუკეთესოდაა შერწყმული სხვადასხვა გულსართი.

by ekaterine

თხევადი ცომის ღვეზელი

როცა საქმე გამოცხობას ეხება, წარმოვიდგენთ უამრავ გასარეცხ ჭურჭელს, ფქვილით დასვრილ მაგიდას და რა თქმა უნდა დაკარგულ დროს. მართალია შედეგი ყოველთვის სასიამოვნოა მაგრამ ზოგჯერ უმჯობესია გამოვიყენოთ ექსპრეს – რეცეპტები.

ჩვენ შევადგინეთ ფუმფულა ღვეზელების რეცეპტები სხვადასხვა შევსებით, რომელთა მომზადება სწრაფი, მარტივი და ეკონომიურია! ეს ყველაფერი ეხება თხევად ცომს. არ არის საჭირო ცომის მომზადება დიდი ხნის განმავლობაში, დატოვება მაცივარში და ბოლოს, გათხელება. ამ რეცეპტების შედეგად, სუფრას დაამშვენებთ უგემრიელესი ღვეზელით და დიასახლისიც დასვენებული დარჩება.~

ტოპ 6 რეცეპტი ცასასხმელი ღვეზელის

ქათმის ღვეზელი

350 გრ ქათმის ფილედან შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ ასეთი ღვეზელი! ცომი კეფირზე  ფქვილით, მარილით და სოდით. დეტალურად რეცეპტი იხილეთ აქ.

მეჩვენება, რომ სადილისთვის უფრო გემრიელი და მარტივი კერძი არ არის, ვიდრე ღვეზელი სიტკბოს გარეშე. ასეთი შემთხვევისთვის ჩემს მაცივარში ყოველთვის არის ჭიქა კეფირი. თქვენ არ გჭირდებათ კეფირის ცომის ათქვეფა ან დალოდება, სანამ არ ამოფუვდება. აქედან გამომდინარე, რეცეპტი მიეკუთვნება “სწრაფი რეცეპტების” კატეგორიას.

გამომცხვარს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი შევსება: ძეხვი ან ახალი კომბოსტო, მოხარშული კარტოფილი, ყაბაყი, ხორცის ფარში. მაგრამ ქათმის ხორცი, კეფირის ფუმფულა ცომთან საუკეთესოდ არის შერწყმული.

ინგრედიენტები

კეფირი 250 მლ

ხორბლის ფქვილი 180 გ

სოდა 1 მწიკვი

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

კვერცხი 1 ცალი

ქათმის ფილე 350 გ

ხახვი 2 ცალი

მწვანილი 20 გრ

მზესუმზირის ზეთი 40 მლ

კარაქი 10 გ

მომზადება

სოდა დაამატეთ კეფირს, 5 წუთის შემდეგ დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და პილპილი. აურიეთ კარგად.

მოხარშეთ ქათმის ფილე, შემდეგ წვრილად დაჭერით, მოშუშეთ მზესუმზირის ზეთში, დაჭრილ ხახვთან ერთად. წაუსვით ღრმა ფორმას კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ცომის ნახევარი დაასხით ფსკერზე, შემდეგ მოათავსეთ ქათამი და ხახვი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ზემოდან დაასხით ცომის დარჩენილი ნაწილი.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.

კომბოსტოსა და ხორცის ფარშის ღვეზელი

ამ კერძში შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალგაზრდა კომბოსტო, რომელიც არ არის შესაფერისი ახალი სალათების დასამზადებლად. ცოტა ხორცი ან სოკო და, რა თქმა უნდა, თხევადი ცომი! გირჩევთ, გაეცნოთ რეცეპტს.

ინგრედიენტები

თეთრი კომბოსტო 1 თავი

ღორის ხორცის ფარში 600 გრამი

პომიდორი 300 გრამი

ბოსტნეულის ბულიონი ( შეგიძლიათ შეცვალოთ ხორცის ბულიონით ან ადუღებული წყლით) 200 მლ

ბრინჯი 50 გრ

ხახვი 1 ცალი

ნიორი 2 კბილი

ნიახური 1 კოვზი

მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

გაფცქვენით და წვრილად დაჭერით პომიდორი. ხახვი, მწვანილი ასევე დაჭერით და გაჭყლიტეთ ნიორი.

ხორცის ფარშს დაუმატეთ ბრინჯი, სანელებლები, ბოსტნეული, დაასხით 100 მლ ბულიონი და მარილი. შედგით მაცივარში 20-30 წუთის განმავლობაში. კომბოსტოს ფოთლები მარილწყალში გათუთქეთ, მოაჭერით სქელი ნაწილები.

საცხობი ფორმის ფსკერი დაფარეთ ფოლგით, შემდეგ საცხობი ქაღალდით.

ფენებად გაშალეთ ფოთლები და ფარში. ბოლო ფენა უნდა იყოს კომბოსტოს ფოთლების.

ფარშის ყველა ფენას მოასხით დარჩენილი ბულიონი.

დააფარეთ ღვეზელს ფოლგა და მოათავსეთ  წინასწარ გახურებულ ღუმელშ 190 გრადუსზე, 50 წუთის განმავლობაში.

გამოიღეთ ღვეზელი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, მორთეთ მწვანილებით და მიირთვით ცხელი.

თხევადი ცომის ღვეზელი ხორცით

ინგრედიენტები

კვერცხი 2 ცალი

ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა

კეფირი 1 ჭიქა

სოდა 0,5 ჩ.კ.

ქათმის ფარში 150 გრ

ღორის  ფარში 150 გრ

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

ხახვი 2 ცალი

კარაქი 10 გ

მომზადება

ორივე სახის ფარში აურიეთ, დაამატეტ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

დაამატეთ მარილი, სოდა გაცრილ ფქვილში, ათქვიფეთ კვერცხი და დაასხით კეფირი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები, საცხობ ფორმას წაუსვით კარაქით და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით ცომის ნახევარი, შემდეგ დაამატეთ ხორცი და დაფართ ცომის მეორე ნახევრით.

აცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

ფუმფულა ხორცის ღვეზელი მზად არის! მიირთვით ტომატის წვენით, ჩაით ან არაჟანით. უდავოდ, თქვენ მოისურვებთ ამ ნამცხვრის მომზადებას არაერთხელ, ასე რომ, უნდა შეინახოთ რეცეპტი!

ღვეზელი მაგარი ყველით

 

შემადგენლობა

ხორბლის ფქვილი 1.5 ჭიქა.

კვერცხი 3 ცალი

არაჟანი 1,5 ჭიქა.

მზესუმზირის ზეთი 3 ს/კ.

მარილი გემოვნებით

0.5 ჩ/კ.

ძმარი 0.5 ჩ/კ.

მყარი ყველი 150 გ

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი, ზეთი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ მშრალი პროდუქტები, ფქვილი, სოდა, მარილი. დაამატეთ ძმარი ან ლიმონმჟავა.

ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ცომისნახევარი დააყარეთ გახეხილი ყველი და შეავსეთ დარჩენილი ცომით.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთით.

 

არაჟნის ღვეზელი კენკრით

 

ამის გასაკეთებლად მხოლოდ 6 ინგრედიენტი გჭირდებათ, რომელთაგან ერთი გაყინული კენკრაა. ალბათ ეს არის ყველაზე მარტივი და გემრიელი ღვეზელის რეცეპტი.

 

ინგრედიენტები

არაჟანი 1 ჭიქა

შაქარი 1 ჭიქა

კვერცხი 2-3 ცალი

გამაფხვიერებელი 0.25 ჩ.კ.

შავი მოცხარი გემოვნებით

ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხის მასა შაქართან ერთად, დაამატეთ არაჟანი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. თქვენ უნდა გქონდეთ ბლინების კონსისტენციის მასა.

ცომის ნახევარი ჩაასხით ცხიმიან საცხობ ფორმაში, შემდეგ დაამატეთ შავი მოცხარი ან სხვა კენკრა. შემდეგ კენკრაზე დაასხით დარჩენილი ცომი და მოათავსეთ  წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ნახევარსაათის განმავლობაში.

შარლოტა კომბოსტოთი

 

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 200 გ

კვერცხი 3 ც.

სტაფილო 1 ცალი

თეთრი კომბოსტო 0,5 კგ

კეფირი 100 მლ

მაიონეზი 100 მლ

სოდა 0,5 ჩ / კ

კარაქი 30 გ

მარილი გემოვნებით

ლიმონის წვენი გემოვნებით

მომზადება

შეურიეთ კვერცხი, კეფირი, მაიონეზი, მარილი, სოდა. დააცერით ფქვილი. მოზილეთ ცომი, მოათავსეთ თასში და დააფარეთ პირსახოცი.

დაჭერით კომბოსტო და სტაფილო. მოშუშეთ ტაფაში,  მოაყარეთ მარილი და მოასხით ლიმნის წვენი. კომბოსტო უნდა იყოს რბილი.

 

საცხობი ფირფიტის ფსკერზე წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ცომის ნახევარზე ნაკლები მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გადაანაწილეთ კოვზით.

ბოსტნეული თანაბრად მოაწყეთ თავზე და დაფარეთ დარჩენილი ცომით.

გააგზავნეთ კერძი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსამდე. გამოაცხვეთ ოქროსფერ- ყავისფრამდე, დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში.

ასეთი ღვეზელები გამოდის ისეთი ფაფუკი, როგორც სუფლე. გირჩევთ მათ მომზადებას და ასევე არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს!

Related Articles