ღვიძლის ნაზი რულეტი მდნარი ყველით – ნამდვილი სადღესასწაულო კერძი

by ekaterine

კათოლიკები საშობაოდ ამზადებენ ტრადიციულ კერძს, სახელით – “შობის საღამოს” . ეს არის ყველიანი ღვიძლის რულეტი. გამოდის ნაზი, წვნიანი და გემრიელი, განსაკუთრებულ პიკანტურ გემოს მას აძლევს მდნარი ყველი კარაქისა და კამის კომბინაციაში.

ეს კერძი ისეთი გემრიელია, რომ არა მარტო დღესასწაულებზე, არამედ ყოველ დღე მოამზადებთ. როცა გელოდებათ საუზმეზე რულეტიანი პური, ადგომაც არ გაგიჭირდებათ.

შემადგენლობა:

საქონლის ღვიძლი 1 კგ

1 სტაფილო

1 ხახვი

150 გ მდნარი ყველი

50 გრ კარაქი

2 კბილი. ნიორი

რამოდენიმე ღერი კამა

მცენარეული ზეთი შესაწვავად

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

გარეცხეთ საქონლის ღვიძლი, გაამშრალეთ ზედმეტი სითხისგან და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ხარშეთ ღვიძლი  მდუღარე წყალში 20-25 წუთის განმავლობაში. სანამ მოიხარშება ღვიძლი, გაამზადეთ ბოსტნეული, გახეხეთ სტაფილო, ხახვი დაჭერით საშუალო ზომაზე და ერთად მოშუშეთ მცენარეულ ზეთში. მოათავსეთ ღვიძლი და ბოსტნეული ორ სხვადასხვა კონტეინერში, რათა მათ შეინარჩუნონ თბილი მდგომარეობა. ამ დროს, შეგიძლიათ მოამზადოთ ყველიანი ფენა.

შეურიეთ რბილი კარაქი და მდნარი ყველი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ყველაფერი კარგად აურიეთ.

ბლენდერით, მიქსერით ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მოხარშული ღვიძლი და შემწვარი ბოსტნეული, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ცხიმწასმულ საკვებ ცელოფანზე გაშალეთ მასა თანაბრად, 3 მმ-ის სისქეზე. ზემოდან გაშალეთ ყველიანი ფენა, ისე, რომ ნაპირებზე არ გადავიდეს.

 

ცელოფნის დახმარებით მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტივით. მოათავსეთ მაცივარში 3-5 საათით.

 

რულეტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

 

 

Related Articles