2.6K
მასალა ცომისთვის:
6 ცალი კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
1 ქილა შესქ. რძე
2 ქილა არაჟანი
400 გრამი კარაქი
6 ჭიქა ფქვილი
2 ჩ/კ. სოდა/ძმრით3 ს/კ. კაკაო
შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ შესქ. რძე, არაჟანი, კარაქი, სოდა-ძმრით და ფქვილი. მოვზილოთ ცომი, გავყოთ ორ ნაწილად, ერთს შევურიოთ კაკაო. ცალ-ცალკე გამოვაცხოთ ტორტის ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ყალიბში ან ღრმა გაზქურის ტაფაზე. გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე 30-35 წუთის განმავლობაში.
კრემის მომზადება:
1 ქილა შესქ. რძეს დავუმატოთ კარაქი და 4 ს/კ კაკაო, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. ფირფიტებს ჩამოვაჭრათ გვერდები და დავფხვნათ ზემოდან მოსაყრელად. ფირფიტებს წავუსვათ კრემი, შევაერთოთ და გვერდებზეც წავუსვათ. მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით და ნამცხვრის დაფხვნილი ნაპირებით. შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი.