ტორტი ნაპოლეონის კლასიკური რეცეპტი

by ekaterine

ნაპოლეონი

მასალა ცომისთვის:

4 ცალი კვერცხი

200 გრამი კარაქი

6 ს/კ სპირტი

8 ს/კ ძმარი

2 ჭიქა წყალი

9 ჭიქა ფქვილი

მომზადება

ავიღოთ 2 ჭიქა წყალი, 4 კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ წყალი., სპირტი, ძმარი. ცალკე ავსრიმოთ ერთმანეთში კარაქი და 9 ჭიქა ფქვილი, შევურიოთ ათქვეფილ მასას და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ 4 ნაწილად. თითო მარგარინი კი გავყოთ სამ ნაწილად,  ე.ი. 4 მარგარინი 12 ნაწილად. თითო-თითო წავუსვათ გაბრტყელებულ ცომზე, დავკეცოთ და შევდგათ მაცივარში. ასე გავიმეოროთ სამჯერ. მესამედ როცა წავუსვამთ, დავკეცოთ, ცელოფნებში ჩავდოთ და მთელი ღამით დავტოვოთ მაცივარში.

დილით გამოვიღოთ და ნახევარი საათის შემდეგ გამოვაცხოთ. შეგიძლიათ ამ ცომით გამოაცხოთ ფირფიტებიც და ნაპოლეონის “სალფეტკებიც”.

 

კრემი მზადდება მოხარშული.

3 კვერცხის გული ავთქვიფოთ, დავუმატოთ ერთმანეთში არეული 3 ჭიქა შაქრის ფხვნილი და 2 ჭიქა ფქვილი, დავასხათ 1 ლიტრი რძე და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ნელ-თბილს შევაზილოთ კარაქი (200 გრამი). დავუმატოთ ვანილი და ვთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე. გაციებული კრემით მოვრთოთ ფირფიტები, ზემოდან კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან დაფხვნილი ნაპირები.

Related Articles