ლამის გონება დავკარგე მომზადებისას! სურნელი ისეთი იყო, რომ მინდოდა ამ პომიდვრის მაშინვე ჭამა. ზამთარს მოუთმენლად დაველოდები, ვიცი რომ გემრიელი პომიდორი თაროზეა. 🍅🍅🍅

by ekaterine

მჟავე პომიდორი რეჰანით

პომიდორი და რეჰანი – ყველა დროის წყვილია. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჯიშის პომიდორი იქნება ან რა ფერის რეჰანი. მთავარია, რომ ისინი ერთად იყვნენ!

კონსერვების სეზონზე არ შეიძლება არ გავაზიაროთ დამწნილებული პომიდვრის რეცეპტი. წარმოუდგენლად არომატული, ისინი მყისიერად იღებენ ტკბილ-პიკანტურ გემოს, ნორმალური მჟავიანობით.

ამ პომიდვრის დაკონსერვება არ საჭიროებს სტერილიზაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სამზარეულოში გატარებულ დროს. ინგრედიენტები სამყოფია 2 ქილაზე (700 მლ) და 1.2 ლიტრ წყალზე. დასჭირდება 9% -იანი ძმარი.

ინგრედიენტები

პომიდორი 1.5 კგ

ბაზილიკის 1 კონა.

შავი წიწაკა (ბარდა) 8 ცალი.

სურნელოვანი წიწაკა 8 ცალი.

მდოგვის ფხვნილი 1 ჩ.კ

ძმარი 50 მლ

მარილი 2 ს.კ.

შაქარი 150 გ

ნიორი 4 კბილი.

მომზადება

ქილებს გაუკეთეთ თქვენთვის მოსახერხებელი წესით სტერილიზაცია. თითოეულში მოათავსეთ 4 შავი და სურნელოვანი წიწაკა, 0,,5 ჩ.კ. მდოგვეს ფხვნილი და 2 კბილი ნიორი.

გარეცხეთ პომიდორი, ჩაააწყეთ ქილებში. პომიდორებს შორის სიცარიელე შეავსეთ რეჰანით. ქილაზე დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ სახურავები და დატოვეთ 10 წუთი. გადაასხით წყალი ქვაბში,  დაამატეთ ზუსტი რაოდენობით მარილი და შაქარი ქვაბში, აურიეთ, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღების შემდეგ დაასხით ძმარი.

დაასხით პომიდორს ცხელი მარინადი და დაუყოვნებლად მოხუფეთ. გადააბრუნეთ ქილები, შეფუთეთ ისინი და დატოვეთ გაგრილებამდე.

თუ თქვენ ხმარებაში არ გაქვთ ძმარი, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი ლიმონმჟავათი: 1 ჩ.კ. 1 ლიტრ მარინადზე. დაამატეთ იგი, ძმარივით, მარინადის ადუღების შემდეგ.

 

Related Articles