რუსული საზაფხულო კერძია და მართლაც რომ ზედგამოჭრილია ცხელი ზაფხულისთვის. გარდა იმისა, რომ აკროშკა იოლი მოსამზადებელია, მეტად სასარგებლო კერძიც გახლავთ.
მოგწონთ აკროშკა კეფირით ან კვასით? უცნაურია, მაგრამ ტრადიციულ რუსულ კერძს აქვს მომზადების მრავალი ვარიანტი. ასე რომ, ის შეიძლება მომზადდეს მინერალური წყლით, საფუვრით ან ტომატის სოუსით. და მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ დგაუსინჯავს ეს გამაგრილებელი საზაფხულო სუპი, ჩვენ კიდევ ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები
კარტოფილი 400 გ
კვერცხი 4 ცალი
კიტრი 300 გ
მოხარშული ძეხვი 300 გრ
ბოლოკი 200 გ
მწვანე ხახვი 1 კონა
კამა 1 კონა
პომიდორი 200 გრ
წყალი 1 ლ
არაჟანი 250 გრ
მაიონეზი 1 ს.კ.
მდოგვი 1 ს.კ.
ლიმონის მჟავა 0.25 ჩ.კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება
მოხარშეთ კვერცხი და კარტოფილი. კარტოფილის დამატება აუცილებელი არ არის, მაგრამ მასთან ერთად კერძი უფრო ნოყიერი იქნება.
ბოსტნეული: ბოლოკი, კიტრი, პომიდორი კუბიკებად დაჭერით. ასევე მოხარშული კვერცხი, კარტოფილი და ძეხვიც დაჭერით კუბიკებად და ყველაფერი ერთად მოათავსეთ ქვაბში. მოხარშული ძეხვის ნაცვლად, შეგიძლიათ დაამატოთ მოხარშული ხორცი ან შებოლილი ძეხვი, ის ასევე აღმოჩნდება ძალიან გემრიელი.
წვრილად დააჭერით მწვანე ხახვი და კამა. დეკორაციისთვის დატოვეთ ცოტა კამა.
დაასხით აკროშკას ადუღებული წყალი და გააციეთ მაცივარში.
ამასობაში მოამზადეთ არაჟნის სოუსი. შეურიეთ არაჟანი, მდოგვი და მაიონეზი საფუძვლიანად და დაასხით გამზადებული სოუსი აკროშკას.
დაამატეთ 1 ს.კ. შაქარი და ლიმონის მჟავა. ყველაფერი კარგად აურიეთ და დატოვეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში. ლიმონმჟავას ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 ს.კ. ლიმნის წვენი. გადმოიღეთ ღრმა თეფშებში და მოაყარეთ კამა. გემრიელად მიირთვით.
წყალზე მომზადებული გამაგრილებელი აკროშკა მოეწონება მათ, ვისაც არ შეუძლია გაზიანი სასმელების მირთმევა. ზოგჯერ კვასი ან კეფირი ცვლის ინგრედიენტების გემოს, მაგრამ თუ წყალზეა მომზადებული, ეს არ მოხდება.