სიახლე, რომელზეც უარს ვერ ვამბობ. საკუთარი ხელით მომზადებული ირისი 3 ინგრედიენტით.

by ekaterine

არაჟნის და შაქრის ირისები

იმდებად მარტივია და სწრაფად მოსამზადებელი, რომ ხშირად შეგიძლიათ ახლობლების და საკუთარი თავის განებივრება. თუ ბავშვებთან ერთად მოამზადებთ, ორივე ლოყაზე კოცნასაც დაიმსახურებთ. გაამზადეთ საღამოს და საუზმეზე ისიამოვნეთ გემრიელი კანფეტებით.

ინგრედიენტები

არაჟანი 350 გრ

შაქარი 500 გრ

კარაქი 60 გ

ნიგოზი გემოვნებით

მომზადება

შაქარი და არაჟანი ავურიოთ თასში, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ამის შემდეგ, დავუკლოც ცეცხლს მინიმუმამდე და მოვხარშოთ კიდევ 30 წუთი, დროდადრო ავურიოთ. ნარევი უნდა გასქელდეს და ფერი შეიცვალოს.

დავამატოთ კარაქი და მოხალული დაჭრილი ნიგოზი.

პერგამენტის ქაღალდი გაშალეთ ფორმაზე და დაასხით მასა, დაელოდეთ სანამ კარგად გაცივდება და შემდეგ 2 საათით შედგით მაცივარში.

ცივი დესერტი შეგიძლიათ დაჭრათ კუბიკებად.

საკუთარი ხელით დამზადებული ტკბილეულისთვის, უმჯობესია აირჩიოთ არაჟანი 20% ცხიმის შემცველობით. მაგრამ თხილეულზე შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტი. სცადეთ სხვადასხვა სახის თხილი, ხმელი ხილი, ან თუნდაც მარმალადის ნაჭრები. დესერტი არავის დატოვებს გულგრილს!

Related Articles