ამ პურის გამოსაცხობად ღუმელიც კი არ არის საჭირო, რადგან ცხვება ჩვეულებრივ ტაფაში.
პური გამოდის ფუმფულა და გემრიელი და არ არის საჭირო დიდი დრო მის მოსამზადებლად. უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას და მალე შესძლებთ მთელი ოჯახის გამასპინძლებას გემრიელი პურით.
ტაფაში გამომცხვარი პურის რეცეპტი
ინგრედიენტები
450-500 გრ ხორბლის ფქვილი
1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
150 მლ კეფირი (ოთახის ტემპერატურის)
150 მლ თბილი წყალი
1 ჩ.კ. შაქარი
1 ჩ.კ. მარილი
2 ს.კ. მცენარეული ზეთი
მომზადება
გაცრილი ხორბლის ფქვილი ღრმა თასში მოათავსეთ. გააკეთეთ პატარა ხვრელი, სადაც უნდა დაამატოთ შაქარი, მარილი და მშრალი საფუარი.
დაამატეთ კეფირი და თბილი წყალი. მოზილეთ ცომი.
ცომს მცენარეული ზეთი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. დააფარეთ კონტეინერს ცელოფანი და პირსახოცი თავზე. გააჩერეთ 1–1,5 საათის განმავლობაში, რომ ცომი ამოვიდეს.
გადმოიღეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე და მიეცით ბურთის ფორმა.
მოათავსეთ ცომი ზეთწასმულ ტაფაში. კარგად გააბრტყელეთ. დააფარეთ და გააჩერეთ 20 წუთი.
გამოაცხვეთ პური დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადააბრუნეთ მეორე მხარეს და გამოაცხვეთ კიდევ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი. გემრიელად მიირთვით!
ეს პური ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე მაღაზიის და მისი არომატი თავბრუს დაახვევს სუფრასთან მთელ ოჯახს. თუ გსურთ, რომ საყვარე ადამიანები ახალი პურით გაანებივროთ, მაგრამ ღუმელი არ გაქვთ, მაშინ მომზადების ეს მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ.
თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ სხვებსაც.