უბრალოდ აურიეთ მზა ინგრედიენტები და ისიამოვნეთ უგემრიელესი დესერტით.

by ekaterine

რეცეპტი შოკოლადის დესერტისთვის გამოცხობის გარეშე

შოკოლადის ტორტი გამოცხობის გარეშე იდეალურია დამწყებთათვის. რატომ უნდა ინერვიულოთ, გამოვა თუ არა ფირფიტები, როდესაც მათ გამოცხობის გარეშეც გააკეთებთ და მაინც მიიღებთ შესანიშნავ შედეგს კულინარიული ძალისხმევის გარეშე.

არავითარი ცომის მოზელვა, გამოცხობა, უბრალოდ აურიეთ მზა ინგრედიენტები.

 

ინგრედიენტები

500 გრ რძის ფხვნილი ან ჩვილის საკვები ფხვნილი

8 ს.კ. კაკაო

250 გრ დარბილებული კარაქი

1 ჭიქა წყალი

6 ს.კ. შაქარი

კვადრატული ჩაის ნამცხვრების 5 პაკეტი

მომზადება

შეურიეთ კაკაოს და რძის ფხვნილი. შემდეგ დაამატეთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი. მიღებული მასა ერთგვაროვანი გახადეთ.

ცხელ წყალში გახსენით 6 ს.კ. შაქარი. მიღებული სიროფი დაამატეთ კარაქის, კაკაოს და რძის ფხვნილის ნაზავში. ყველაფერი დააბლენდერეთ.

ნამცხვრის ფორმაზე გაშალეთ ქაღალდი, დააწყვეთ ერთი ფენა ნამცხვარი პეჩენია, წაუსვით კრემი თანაბრად.

შეგიძლიათ გააკეთოთ მრავალი ფენა, რომ ნამცხვარი მაღალი იყოს. ზემოდან შოკოლადის კრემი უნდა დაასხათ.
მზა ნამცხვარი უნდა მოთავსდეს მაცივარში მინიმუმ ნახევარი საათით.

შეგიძლიათ სურვილისამებრ მოამზადოთ შოკოლადის გლაზური ნაღებით და მოხარშული შედ. რძით. ათქვიფეთ და მოასხით თავზე და გვერდებზე.

ეს უგემრიელესი შოკოლადის ტორტი გარეგნულად და გემოთი კონკურენციას გაუწევს ღუმელში გამომცხვარ ბევრ დესერტს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი შოკოლადი, ნუშის ფანტელები, ან სხვა ნებისმიერი თხილი, რომ დაამშვენოთ იგი.

 

Related Articles