მას აქვს ყველა შანსი, რომ გახდეს თქვენი სააღდგომო სუფრის ფავორიტი.

by ekaterine

ტრადიციული რუმინული სააღდგომო პურის რეცეპტი

ტრადიციულად, ბულგარეთსა და რუმინეთში ჩვეულებრივ მიღებულია, რომ სურნელოვანი “კოზუნაკი” მოამზადონ  აღდგომასა და შობისთვის. სინამდვილეში, ეს ტკბილი საფუვრიანი ნამცხვარი ან პური, ალტერნატივაა ცნობილი სააღდგომო პასკის.

მისი მომზადების მრავალი ვარიანტია ცნობილი. გაგიზიარებთ ამ გემრიელი საკონდიტრო ნაწარმის გამოცდილ და საკმაოდ გავრცელებულ რეცეპტს.

საფუვრიანი ტკბილი ღვეზელი

კოზუნაკის ძირითადი ინგრედიენტებია ფქვილი, რძე, შაქარი, კვერცხი, კარაქი და საფუარი. ეს შეიძლება იყოს სწორი ფორმის ან უბრალოდ ბრტყელი ნამცხვარი, სასურველი ფორმის და ზომის შეგიძლიათ მოამზადოთ. მზადდება როგორც გულსართით, ისე მის გარეშე. არაქისი, ყაყაჩოს თესლი, ქიშმიში, რახათ-ლუხუმი, ახალი ხაჭო, კაკაო, მარმელადი და, რა თქმა უნდა, ყველა სახის კომბინაცია შესანიშნავია შესავსებად.

დღეს გთავაზობთ უამრავ  რეცეპტს შორის ერთ-ერთს ამ ტკბილეულთან დაკავშირებით. ამავე დროს, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით უსასრულოდ გააკეთოთ ექსპერიმენტები.

ინგრედიენტები ცომისთვის

500 გრ ფქვილი

3 ს.კ. შაქარი

20 გრ ახალი საფუარი

75 გ კარაქი

2 კვერცხი

180 მლ რძე

ინგრედიენტები გულსართისთვის

5 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

8 ს.კ. შაქარი

100 გრ დაფქვილი არაქისი

5 ს.კ. რძე

მომზადება:

პირველ რიგში, ვურევთ საფუარს და შაქარს თბილ რძეში.

ჩაყარეთ ფქვილი თასში და დაასხით რძე საფუარით. ყველაფერი კარგად აურიეთ.

კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი და გამდნარი კარაქი. მოვზილოთ ცომი და დავტოვოთ 1 საათის განმავლობაში თბილ ადგილას გასაფუვებლად.

გულსართი არანაკლებ მარტივად მზადდება. ამისათვის, უბრალოდ აურიეთ ყველა მოცემული ინგრედიენტი, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.

განსაზღვრული დროის შემდეგ, ჩვენ გადმოვიღებთ ცომს, გავაბრტყელებთ მას ოთხკუთხედად. შეავსეთ გულსართით. გადაახვიეთ ფრთხილად. გააცხელეთ ღრმა სწორკუთხა ფორმა, წაუსვით ზეთი.

მოათავსეთ შიგ გადახვეული ნამცხვარი.

ცომი 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 ° C ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში. შეამოწმეთ მზადყოფნა კბილის ჩხირით ან ასანთის ღერით.

სცადეთ და ერთხელ მაინც გააკეთეთ ეს ნამცხვარი. დარწმუნებული ვარ, მას აქვს ყველა შანსი, რომ გახდეს თქვენი სააღდგომო სუფრის ფავორიტი. გემრიელად მიირთვით!

 

Related Articles