საუკეთესო ფენოვანი ცომის რეცეპტი დედაჩემის კულინარიული რეცეპტების წიგნიდან, შესანიშნავია კრუასანებისთვის და ღვეზელებისთვის!

by ekaterine

ფენოვანი საფუვრიანი ცომი

ბევრ მაღაზიაში შეიძენთ ფენოვან ცომს, ეს მართალია დროს დაგიზოგავთ, მაგრამ რამდენად ხარისხიანი პროდუქტები გამოგივათ, ეს საკითხავია. მაინც თქვენი ხელით მომზადებული ცომი ყოველთვის აჯობებს შეენილს. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ხორცის ღვეზელები, ჯემიანი ნამცხვრები, ხაჭაპური და სხვა.

ასეთი ცომი ორნაირად მზადდება. შეგიძლიათ ცომი გაათხელოთ და ისე წაუსვათ კარაქი, მეორე ვარიანტია, როცა კარაქი ფქვილში ირევა და ცომი ისე იზილება.

რა თქმა უნდა მეორე ვარიანტი უფრო იოლია და მას განვიხილავთ. ყველა ინგრედიენტი უნდაა იყოს ცივი, გარდა წყლისა, რომელშიც საფუარი უნდა გავხსნათ. მარგარინი უმჯობესია, მაგრამ თუ კარაქს ავირჩევთ, ის უნდა იყოს ცხიმის მაქსიმალური შემცველობის.

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 3 ჭიქა.

კარაქი 300 გრ

მშრალი საფუარი 7 გრ

რძე 130 მლ

წყალი 85 მლ

კვერცხი 1 ცალი

შაქარი 3 ჩ.კ

მარილი 1 ჩ.კ.

მომზადება

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, როცა ბუშტუკები გაჩნდება, დაამატეთ კვერცხი, რძე და ათქვიფეთ.

მაგიდაზე დაყარეთ ფქვილი, მოაყარეთ დაჭრილი მარგარინი, შაქარი და მარილი. ხელით კარგად ასვრიმეთ, მასა მოათავსეთ თასში, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი.

დააფარეთ ცელოფანი და 2-3 საათით შეინახეთ ცომი მაცივარში.

შეგიძლიათ გაათხელოთ და გამოიყენოთ სურვილისამებრ.~

ამ რეცეპტის გაგების შემდეგ, თქვენ აღარ შეიძენთ მაღაზიაში ნახევარფაბრიკატებს, მით უმეტეს, რომ ასეთი ცომი შეიძლება საყინულეში შეინახოთ და გამოიყენოთ შესაფერის დროს. სცადეთ და მიხვდებით, რომ დაზოგავთ დროს და ფულს!

Related Articles