შაბათს ჩემს ოჯახში ცხობის დღეა. ბავშვები გულსართს ირჩევენ, მე ცომს ვაკეთებ. მხოლოდ ნახევარი საათი და უსასრულო სიამოვნება..

კრუასანები მაგარი ყველით

 

ინგრედიენტები

1 ჭიქა ფქვილი

100 გრ კარაქი

200 გრ ხაჭო

50 გრ მყარი ყველი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1-2 ჩ.კ. მარილი

მომზადება

აურიეთ ფქვილში გამაფხვიერებელი და მარილი, დაამატეთ დაჭრილი კარაქი და ასრისეთ ხელით.

გახეხეთ ყველი, დაამატეთ ხაჭო 5% ცხიმიანობის, შეურიეთ ფქვილიან მასაში და მოზილეთ ელასტიური ცომი.

გაათხელეთ, დაჭერით სამკუთხა ნაჭრებად და გადაახვიეთ თითოეული. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ზეთწასმული პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ მომზადებული ნამცხვრები. წინასწარ გახურებულ ღუმელში აცხვეთ 190 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში. უნდა მიიღოს ოქროსფერი.

კრუასანები თაფლისა დაყაყაჩოს თესლის გულსართით

 

ინგრედიენტები

230 გრ კარაქი

230 გრ ნაღების ყველი

1 კვერცხი

1 მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. ლიმონის ქერქი

2 ს.კ. შაქარი

0,5 ჩ.კ დარიჩინი

ხორბლის ფქვილი 1 და 3/4 ჭიქა

ყაყაჩოს თესლი 1 და 2/3 ჭიქა

თაფლი 3/4 ჭიქა

ლიმონის წვენი 1და 1/2 სუფრის კოვზი

მომზადება

გაცივებული  ყველი და კარაქი გადაიტანეთ კომბაინში,დაამატეთ მარილი და ათქვიფეთ დაბალი სიჩქარით.თანდათანობით დაამატეთ ფქვილი.

როდესაც ცომი შეიკვრება, შეაჩერეთ პროცესი, დააფარეთ ცომს ცელოფანი და დილამდე დატოვეთ მაცივარში.

დილით ყაყაჩოს თესლს დაასხით მესამედი ჭიქა წყალი. დაამატეთ თაფლი, ლიმონის წვენი და ცედრა,ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ სანამ არ გასქელდება. შემდეგ კი გააციეთ ბოლომდე.

გაციებული ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გაათხელეთ და გაყავით სამ ნაწილად. თითოეული ჩადეთ ცელოფანში და ერთი საათით შეინახეთ მაცივარში.

შაქარი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი აურიეთ ერთმანეთში. გამოიღეთ ცომი გაათხელეთ, დაჭერით სამკუთხედებად, მოაყარეთ გულსართი, გადაახვიეთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი ზემოდან.

მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი, აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

კრუასანები ჯემით და ფინიკით

 

ინგრედიენტები

200 გრ ხაჭო

180 გრ კარაქი

300 გრ ხორბლის ფქვილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 კვერცხი

80 გრ შაქარი

50 გრ ფინიკი

30 გრ ჟოლოს ჯემი

მომზადება

თასში აურიეთ ხაჭო კარაქი, ფქვილი, კვერცხი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ელასტიური ცომი. გაათხელეთ, დაჭერით სამკუთხედებად. თითოეულზე წაუსვით ჯემი, მოაყარეთ დაჭრილი ფინიკი, გადაახვიეთ და ზემოდან წაუსვით კვერცხი. 25-30 წუთის განმავლობაში გამოაცხეთ  180 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

კრუსანები შოკოლადით

 

ინგრედიენტები

200 გრ ხაჭო

120 გრ კარაქი

4 ს.კ.შაქარი

1 კვერცხი

2 ჭიქაფქვილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ვანილი

90 გ შოკოლადი

მომზადება

დარბილი კარაქი შეურიეთ შაქარს, ვანილს, ცხიმიან ხაჭოს და კვერცხს. აურიეთ ფქვილი გამაფხვიერებლით, მოზილეთ რბილი ცომი, გადაიტანოთ იგი ცელოფანში და შეინახეთ საყინულეში ნახევარი საათის განმავლობაში. შოკოლადი დაჭერით ნაჭრებად. გაცივებული ცომი გაყავით,
გაათხელეთ სამკუთხედებად, დადეთ შოკოლადი ცომზე, გადაახვიეთ,მოაყარეთ შაქარი და აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

ნამცხვრები თხილის შევსებით

 

ინგრედიენტები

1 ჭიქა ნიგოზი

2 კვერცხი

40 გრ შაქარი

160 გრ შაქარი

200 გრ ხაჭო

200 გრ კარაქი

230 გრ ხორბლის ფქვილი

მომზადება

აურიეთ ფქვილში კვერცხი, კარაქი, 160 გრ შაქარი და ხაჭო. მოზილეთ ცომი, გადაიტანეთ ცელოფანში და გაგზავნეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში.
დაფქვით ნიგოზი, აურიეთ დარჩენილი შაქარი და ცილა. გაათხელეთ ცომი მრგვალ ფენად, გაყავით სამკუთხედებად. თითოეული მათგანის ფართო ნაწილზე მოათავსეთ კოვზით გულსართი.
გადაახვიეთ ზემოდან წაუსვით კვერცხი, გამოაცხვეთ 20 წუთი 230 ° C ტემპერატურაზე, ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კრუასანები მარმელადით

 

 

ინგრედიენტები

200 გრ ხაჭო

150 გრ კარაქი

300 გრ ფქვილი

0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

0.5 ჩ.კ. მარილი

1 ს.კ. ვანილის შაქარი

2 ს.კ. შაქარი

200 გრ მარმელადი

მომზადება

შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილის შაქარი და მარილი. დაამატეთ რბილი კუბებად დაჭრილი კარაქი,  მშრალი ხაჭო და შაქარი.
მოზილეთ ერთიანი, რბილი ცომი, შედგით მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. ხელნაკეთი მარმელადი დაჭერით ნაჭრებად დაახლოებით 3 სმ.
გაცივებული ცომი გაყავით 3 ნაწილად, გაათხელეთ მრგვალ ფენებად. დაჭერით სამკუთხედებად, თავზე დადეთ ხელნაკეთი მარმელადის ნაჭრები.
გაადაახვიეთ სამკუთხედები. გამოაცხვეზთ  წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.

 

 

Loading...