ფუმფულა ცომი არომატული ჯემის შიგთავსით. ყოველ ჯერზე ახალი გემო და არომატი.

by ekaterine

ტორტის შესავსებად შეარჩიეთ სქელი მურაბა ან ჯემი. მარწყვი, ჟოლო, ქლიავი, ვაშლი, კომში … შეცვალეთ სურვილისამებრ, რომ ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი საკონდიტრო ნაწარმის ახალი გემოვნებით და განუმეორებელი არომატით.

კექსი მურაბით

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 300 გრ

არაჟანი 200 გრ

შაქარი 170 გრ

ალუბლის ჯემი 150 გრ

კვერცხი 3 ცალი.

გამაფხვიერებელი 10 გრ

ვანილინი. 0.5 ჩ.კ.

მარილი 1 მწიკვი.

მზესუმზირის ზეთი 40 მლ

მომზადება

გამოყავით კვერცხის გულები ცილებიდან. ათქვიფეთ გული შაქართან ერთად, დაამატეთ მზესუმზირის ზეთი, არაჟანი, ვანილი და ნაზად აურიეთ. აურიეთ ფქვილში გამაფხვიერებელი, დაამატეთ გულების მასას.

тесто для кекса

დაუმატეთ გაციებულ ცილას ცოტა მარილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. შეურიეთ ცომს და ნაზად აურიეთ ქვევიდან ზევით მიმართულებით.

ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ კექსის ფორმაზე დაასხით ცომის ნახევარი, ფრთხილად წაუსვით სასურველი ჯემი, დაასხით დარჩენილი ცომი და  აცხვეთ 40 წუთი 180 გრადუსზე.

как испечь кекс

ფრთხილად ამოიღეთ გამომცხვარი კექსი ფორმიდან და გაგრილებულს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

кекс с вареньем

რჩევა: რეცეპტში შეგიძლიათ არაჟანი ჩაანაცვლოთ სქელი იოგურტის იგივე რაოდენობით. დამატებითი სიამოვნებისთვის, ცომის ერთ ნაწილს დაამატეთ კოვზი კაკაოს ფხვნილი. მოიწყვეთ სასიამოვნო დასვენება მადისაღმძვრელ კექსთან ერთად და დატკბით ცხოვრებით!

Related Articles