დესერტი 10 წუთში 2 ინგრედიენტით!

by ekaterine

ყოველდღიურად მოვიჩქარით სამსახურიდან, რომ სწრაფად მოვამზადოთ ბავშვებისა და ქმრისთვის გემრიელი ვახშამი. რა შეგვიძლია ვთქვათ დესერტებზე, მათთვის დრო არასდროს არის! მაგრამ რა არის ჩაი ნამცხვრის ან ტკბილეულის გარეშე?

გთავაზობთ, შედედებული რძის დესერტის რეცეპტს: თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგრედიენტი, 10 წუთი დრო და მიიღოთ ოჯახის ყველა წევრის კომპლიმენტი.

ინგრედიენტები

შედედებული რძე 350 გრ

სიმინდის სახამებელი 200 გრ

მომზადება

ყველაზე კარგი ვარიანტია სწორედ სიმინდის სახამებლის გამოყენება, რადგან მზა კერძში მისი გემო არ იგრძნობა. შეურიეთ შესქელებული რძე და სახამებელი ერთგვარი მასის მიღებამდე.

десерт из сгущенки

დაფარეთ საცხობი ფურცელი პერგამენტის ქაღალდით და დაასხით ნარევი. ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ.

десерт со сгущенкой

გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180-მდე, სანამ არ გახდება ოქროსფერი. გამოცხობის დრო დამოკიდებულია ტორტის სისქეზე. მზადყოფნას საუკეთესოდ ამოწმებს ხის ჩხირი.

десерт из сгущенки порцирнный

გამოიღეთ მზა დესერტი, დაუყოვნებლივ დაჭერით ნაწილებად. გაციებული ბისკვიტის დაჭრა გაცილებით რთული იქნება.

 запеченый десерт из сгущенки

თუ მასას კოვზით დაასხამთ საცხობ ფორმაზე, მიიღებთ ცალ-ცალკე ულუფებს, თუ ოთხად გაყოფთ – ტორტის ფენებს. დესერტი მოუხდება ნებისმიერ ჩაის ან ყავას, რადგან სასიამოვნო ნაღების გემო აქვს. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!

Related Articles