ლიმონის წვენით მომზადებული კიტრის მწნილი უფრო გემრიელია, ვიდრე ძმრით. ვჭამ კიტრს და ვაყოლებ მარინადს. ძალიან უხდება ყველა სეზონს.

by ekaterine

კიტრის სეზონზე აქტუალურია მისი დაკონსერვება, დიასახლისებს უჩნდებათ თავსატეხი, როგორ დაამწნილონ ისე, რომ გემრიელიც იყოს და არც გაფუჭდეს. ბევრი კონსერვანტია, რომელიც გამოიყენება ხილის და ბოსტნეულის დაკონსერვების დროს. კლასიკური ვარიანტია ძმარი. ის საშუალებას იძლევა ბოსტნეული არ გაფუჭდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მინიმუმ რამდენიმე ვიტამინიც შევინარჩუნოთ. ძმარი ასევე აძლევს კერძს მჟავე გემოს.

ძმარი შეიცავს ალკოჰოლს, რომელიც ბევრს არ მოსწონს, შეგიძლიათ ის შეცვალოთ მეორე ბუნებრივი კონსერვანტით, ლიმონით, სასიამოვნო გემოს და არომატს მიიღებთ. შემოგთავაზებთ კიტრის მწნილის რეცეპტს ლიმნით.

 

კიტრის მარინადი ზამთრისთვის

შემადგენლობა

600 გრ კიტრი
1 ლიმონი
4 კბილი ნიორი
2 ღერი კამა
2 დაფნის ფოთოლი
1 მიხაკის კვირტი
1/2 ჩ/კ. მდოგვის მარცვალი
3 მარცვალი შავი პილპილი
3 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
1 ლ წყალი
150 გ შაქარი
40 გრამი მარილი

მომზადება

ამ რაოდენობის ინგრედიენტებით 2 ლიტრიანი ქილა შეივსება. გააჩერეთ კიტრი ცივ წყალში რამდენიმე საათით. შემდეგ გარეცხეთ და კუთხეები ორივე მხარეს მოაჭერით.

 

სტერილურ ქილაში ძირში ჩადეთ კამა, შემდეგ კი ყველა სანელებელი. ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ კიტრი,  დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთი.

 

ჩაასხით წყალი ქვაბში. თუ ლიტრზე ნაკლებს მიიღებთ, დაამატეთ წყალი. გახსენით შაქარი და მარილი წყალში. კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.

 

ადუღებული წყალი დაასხით კიტრს და ზემოდან დაადეთ დაჭრილი ლიმონის ნაჭრები. სწრაფად მოხუფეთ ქილა, გადააბრუნეთ და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე გაციებამდე.

 

რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლიათ დატკბეთ მზა კიტრით. არ არის აუცილებელი, დაველოდოთ ზამთარამდე. ლიმნის წვენით გაჯერებულ კიტრს აქვს ძალიან სასიამოვნო გემოთი, ისინი ასევე უხდება ზაფხულში მწვადს.

 

თუ ზამთრამდე შეინახავთ ასეთ კიტრის მარინადს, მოათავსეთ ქილები გრილ და ბნელ ადგილას.

Related Articles