მიირთვით უგემრიელესი პიცა საუზმედ და შეიქმენით პოზიტიური განწყობა მთელი დღით!

by ekaterine

მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი ერია, რომელსაც შეუძლია დაიკვეხოს, რომ მისი ეროვნული კერძები საერთაშორისო ფენომენად იქცა. იტალიას გააჩნია ასეთები. ესენია: პასტა და რა თქმა უნდა, პიცა.

როგორც ვთქვით, პიცა იტალიური ეროვნული კერძია, თუმცა იგი ჩვენშიც ძალიან პოპულარულია და რაც მთავარია, ეს პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

შემოგთავაზებთ პიცის რეცეპტის სლავურ ინტერპრეტაციას. ცომს არ სჭირდება საფუარი და ცხვება ტაფაში. მაიონეზისა და არაჟნის კომბინაციით პიცა ნაზი და ფუმფულა გამოდის. ამ რეცეპტში ყველი და ლორი შედის, თქვენ აირჩიეთ სასურველი ინგრედიენტები.

პიცა სწრაფად ტაფაზე

შემადგენლობა

არაჟანი 4 ს/კ.

მაიონეზი 4 ს/კ.

კვერცხი 2 ცალი.

ხორბლის ფქვილი 9 ს/კ.

ტომატის სოუსი 3 ს/კ.

სოკო 100 გ

მაგარი ყველი 150 გრ

ლორი 150 გ

მოცარელა ან რბილი სულგუნი 150 გ

მომზადება

შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი, მაიონეზი, კვერცხი და ფქვილი.

მიღებული ცომის მასა გაცხელებულ ტაფას დაასხით, როდესაც ცომი ერთი მხრიდან გამოცხვება, გადმოაბრუნეთ და  სოუსი წაუსვით.

სოკო, ლორი, მოცარელა დაჭერით პატარა ნაჭრებად.

ცომზე მოათავსეთ ინგრედიენტები: ლორი, სოკო, მოცარელა, გახეხილი ყველი. ტაფას თავსახური დააფარეთ და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ სანამ ყველი არ დადნება. გემრიელად მიირთვით!

 

 

Related Articles