2K
გამომცხვარი ახალი კარტოფილი
შემადგენლობა
ზეითუნის ზეთი 5 ს/კ.
მარილი 2 ჩ/კ.
ნივრის 3-4 კბილი.
ქონდარი 2 ჩ/კ.
როზმარინი 0.5 ჩ/კ.
მომზადება
როგორ შევწვათ ახალი კარტოფილი, რომ გემრიელი გამოვიდეს?გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან, ისე შეგიძლიათ კანიანად შეწვათ.
ცალკე შეურიეთ ერთმანეთს სხვა ინგრედიენტები.
პერგამენტის ქაღალდზე მოათავსეთ მთელ-მთელი კარტოფილი, მოასხით შენელებული მასა, და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში.
გადახსენით პერგამენტი და კიდევ 10 წუთით შედგით კარტოფილი ღუმელში, რომ კარგად დაიბრაწოს.
ასეთი სადილი ან ვახშამი ყოველდღე მოგინდებათ. რა გიშლით ხელს? სანამ კარტოფილი ცხვება, მოამზადეთ ბოსტნეულის გარნირი და მიირთვით გემრიელად.