მარწყვის არომატული პეროგი კეფირით არავის დატოვებს გულგრილს. გემრიელი, დელიკატური, მსუბუქი, სურნელოვანი … და რაც მთავარია, მარტივი მომზადება.

by ekaterine

სიამოვნებით მოვამზადებ ამ ტორტს. მარტივი შემადგენლობა და მომზადება, გამოდის საოცრად გემრიელი.

მარწყვის პეროგი

 

სცადეთ და დარწმუნდებით, რომ ამაზე გემრიელი არაფერი გაგისინჯავთ.

შემადგენლობა ცომის

2 კვერცხი

170 გ შაქარი

1 ჭიქა კეფირი

50 გრ კარაქი

1.5 ჭიქა ფქვილი

1 ჩ/კ. სოდა

300 გრ მარწყვი

ცოტა მარილი

 

მომზადება

გაადნეთ კარაქი და გააგრილეთ.

 

კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ მიქსერით. 5 წუთი მაინც უნდა თქვიფოთ.

 

დაამატეთ კეფირი და გამდნარი კარაქი, ფრთხილად ათქვიფეთ და დაამატეთ ფქვილი და სოდა.

 

არ არის აუცილებელი სწრაფად თქვეფა, აურიეთ კარგად ინგრედიენტები, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა.

 

ცხიმწასმულ ფორმაში ძირზე მოათავსეთ გარეცხილი და მშრალი მარწყვი.

 

დაასხით ცომი ისე, რომ მარწყვი დაიფაროს. შედგით 180 გრადუსზე ღუმელში 60 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

 

ბოლომდე გააციეთ და ისე გადმოიღეთ ფორმიდან. ყველაფერი ეს არის. მარწყვის პეროგი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

 

მარწყვის არომატული პეროგი კეფირით არავის დატოვებს გულგრილს. გემრიელი, დელიკატური, მსუბუქი, სურნელოვანი … და რაც მთავარია, მარტივი მომზადება.

 

ტკბილზე მოთხოვნილების შემთხვევაში არ არის აუცილებელი კანფეტების და შოკოლადის ჭამა. ზაფხულში მიირთვით ხილი, ზამთარში- ცუკატები და ჩირი. მერწმუნეთ სურვილსაც დაიკმაყოფილებთ და არც გასუქდებით.

Related Articles