ცხელ ამინდში, მხოლოდ ამ დესერტით შემიძლია სიცხისგან თავის დაღწევა! 🍓😜300 გრამი კენკრა, 100 გრამი პეჩენია , 30 წუთი და ყველაზე საზაფხულო დესერტი!

by ekaterine

რას არ ამზადებენ ზაფხულის დედოფლისგან: მარწყვს მიირთმევენ არაჟანთან და შაქართან ერთად, აცხობენ ნამცხვრებს, ხარშავენ კომპოტებს და არაჩვეულებრივ კერძებსაც კი. როცა ხელთ გაქვთ ეს ტკბილი და გემრიელი კენკრა, აუცილებლად უნდა გქონდეთ ეს რეცეპტიც.

უყურეთ და დატკბით რა მადისაღმძვრელად გამოიყურება მარწყვის დესერტი ჭრილში.300 გრამი კენკრა, 100 გრამი პეჩენია , 30 წუთი და ყველაზე საზაფხულო დესერტი!

 

” ღმერთო ჩემო, რა საოცარი ტორტია”, ყველას ეს აღმოხდება მის დანახვაზე. როგორც კი რეცეპტი მოვიძიე, გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა.

დაიკაპიწეთ ხელები და შეუდექით მარწყვის ღვთაებრივი დესერტის მომზადებას.

მარწყვის დესერტი

შემადგენლობა

300 გრ მარწყვი

100 გ პეჩენია

400 გრ  იოგურტის გარეშე დანამატები

თეთრი შოკოლადის 1.5-2 ფილა

10 გრ მშრალი ჟელატინი

50 მლ წყალი

მომზადება:

დაალბეთ ჟელატინი ცივ წყალში და ინსტრუქციის მიხედვით გააჩერეთ გასაფუვებლად.

 

დაჭერით გარეცხილი მარწყვი თხელ ნაჭრებად. მრგვალძირიან ფორმაში ჩააფინეთ ცელოფანი და ერთ ფენად ჩააწყეთ მარწყვი, ცოტა ხანს დატოვეთ ასე.

 

კრემის მოსამზადებლად საჭიროა გაადნოთ შოკოლადი, დაამატოთ იოგურტი და თუ სიტკბო დააკლდება, დაამატოთ ცოტა შაქრის პუდრა.

 

კრემს დაამატეთ ოდნავ შემთბარი გაფუებული ჟელატინი, აურიეთ და კრემი მზადაა.

 

მარწყვს დაასხით ცოტა კრემი, შემდეგ დააწყეთ პეჩენია, ამისათვის სურვილისამებრ შეარჩიეთ რომელიმე პეჩენია, ისევ მარწყვი, კრემი და ასე გააგრძელეთ, სანამ არ დამთავრდება ინგრედიენტები. მაგრამ ზედა ფენა აუცილებლად პეჩენიის უნდა იყოს.

 

დესერტი შედგით მაცივარში არანაკლებ 3 საათისა. გამოიღეთ მაცივრიდან, გადმოაბრუნეთ, მოხსენით ცელოფანი და მიირთვით გემრიელად.

 

უყურეთ და დატკბით, როგორ მადისაღმძვრელად გამოიყურება მარწყვის დესერტი ჭრილში.

 

 

 

 

Related Articles