ფლუდენი – ტრადიციული ებრაული დესერტი

by ekaterine

ფლუდენი – ეს არის ტრადიციული ებრაული დესერტი – ტკბილი ცომის და მდიდარი გულსართის რულეტი. განსაკუთრებით მას აცხობენ საქორწინო ან სხვა სადღესასწაულო სუფრისთვის, მაგრამ შეგიძლიათ გაინებივროთ თავი დასვენების დღეებშიც.

 

ცომისთვის:

კვერცხი 2 ცალი

ხორბლის ფქვილი 4,5 ჭიქა

მარგარინი 200 გრამი

არაჟანი 1 ჭიქა

გულსართისთვის:

უკურკო ალუბლის ან სმაროდინის ჯემი 1 ჭიქა

კაკალი დაჭრილი 1 ჭიქა

ქიშმიში 1 ჭიქა

შაქარი 1 ჭიქა

კარაქი ან მარგარინი 200 გრამი

ტკბილი ორცხობილა ან ხმელი ფუნთუშა 1/2 ჭიქა

ზემოდან მოსაყრელად:

შაქარი კოვზი 1 ს/კ

დარიჩინი 1/4 ჩ.კ

 

გარეცხეთ ქიშმიში, გააშრეთ, აურიეთ დაფქვილი ფუნთუშა, დაჭრილი ნიგოზი, ჯემი, 1 ჭიქა შაქარი და კარაქი.

 

კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ დაჭრილი მარგარინი, 0,5 ჭიქა ფქვილი, არაჟანი და მოზილეთ ძალიან მაგარი ცომი. თუ საჭირო გახდა დაამატეთ ფქვილი.

 

ცომი გაყავით 5-6 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ სიგრძეზე, მოაყარეთ ზედ გულსართი, დაახვიეთ რულეტივით და მოათავსეთ გაზქურის ფორმაზე. შეგიძლიათ დასეროთ დანით, რომ გამომცხვარი რულეტის დაჭრისას გულსართი არ გადმოიფანტოს.

 

 

ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილთან ერთად არეული დარიჩინი.

 

Related Articles