სიბერეზე მეტად გამუდმებით მასზე ფიქრი კიდევ უფრო უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანზე. ადამიანს ეშინია მოსალოდნელი ცვლილებების და ფიქრობს, რომ არ არის მზად სიბერისთვის არა იმდენად ფიზიკურად, რამდენადაც მორალურად. შედეგად სხეულის ენერგიის დაკარგვამდე ჰკარგავს სულიერ სიმშვიდეს.
ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, დროდადრო იცვლება სიტუაციები, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული და ისინი გიფუჭებენ ხასიათს. მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული როგორ გადაწყვეტთ არსებულ მდგომარეობას. ხშირად უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს: ” მე ვცდილობ ვიდგე უსიამოვნო ადამიანების, ნივთების, მდგომარეობის მოშორებით. მე მადლობელი ვარ ცხოვრების და კმაყოფილი ვარ იმით, რაც გამაჩნია. ”
სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სწორ კვებაზე, პოზიტიურ განწყობაზე და რამოდენიმე კროსვორდზე. ფორმაში უნდა ამყოფოთ არა მარტო სხეული, არამედ აზროვნებაც. აუცილებელია იზრუნოთ მუდმივად მის კვებაზე, ამისათვის კარგი გამოსავალია კროსვორდები. საკმარისია ახალგაზრდობაში კვირაში ერთი კროსვორდის ამოხსნა და სიბერე თქვენს ხელთაა.
სუფთა ჰაერზე სეირნობა ძლიერი ჯანმრთელობის გარანტია. ფეხით იარეთ კიბეებზე, ისერნეთ ველოსიპედით. 15 წუთით ფეხით გასეირნება ყოველ დღე გაგრძნობინებთ როგორ გიბრუნდებათ სიცოცხლისუნარიანობა.
გახსოვდეთ ცოცხლობთ მანამ, სანამ რაიმეს აკეთებთ. ყოველ დილით ადრე ადექით, გამოეწყვეთ და შეუდექით საქმეს, არ მისცეთ თავს უქმად ყოფნის უფლება. იმუშავეთ, რამდენსაც თქვენი ჯანმრთელობა დაუშვებს. არ იჩქაროთ პენსიაზე გასვლა.
გახსოვდეთ, რომ თქვენი კოშმარების უმრავლესობა მხოლოდ ფანტაზიაშია.
ყველაფერში ეძებეთ ბედნიერება.
ორმოცდაათი წლის შემდეგ ჩვენ ვიღებთ გასაოცარ დამოუკიდებლობას სხვის განჩინებებზე, ამაზე უფრო ხშირად იფიქრეთ და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ სხვის მოსაზრებებს.
ეცადეთ იმეგობროთ ახალგაზრდებთან.
გამოიძინეთ კარგად.
ნუ ჩაიციკლებით წარსულზე, ეს გაგიფუჭებთ ხასიათს.
არ შეგეშინდეთ მომავლის, დაიჯერეთ, რომ წინ გელით უამრავი სიურპრიზი. დაინახავთ, რომ წლებთან ერთად ცხოვრებას მართლაც მოაქვს სიურპრიზები.
გამოავლინეთ ახლობლების მიმართ ინტერესი და სიმპათია.
მიიღეთ მოვლენები ისე, როგორც არის და ნუ შეგაშინებთ სირთულეები.
ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ შეუთავსეთ ერთმანეთს სამუშაო და დასვენება.
მადლობა უთხარით გუშინდელ დღეს.
რა თქმა უნდა, ზოგი იტყვის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კარგ გენეტიკაზე, მემკვიდრეობაზე, კლიმატზე, ეკოლოგიაზე და სხვა ფაქტორებზე, მაგრამ მთლად ასეც არ არის. მნიშვნელოვანია როგორ უყურებთ ცხოვრებას და რით ავსებთ მას. აკეთეთ ის რაც გიყვართ და გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. ბედნიერ და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!