ზამთარი კონსერვების გარეშე წარმოუდგენელია. ყოველთვის ვეძებ ალტერნატიულ მეთოდებს. ასეთი იყო კიტრის ასპირინით დაკონსერვებაც. მარინადი ჩვეულებრივ მჟავდება გემოს და სუნის გარეშე. კიტრის გემო კი არაფრით ჩამოუვარდება ტრადიციული რეცეპტით დამზადებულს.
შემადგენლობა
კიტრი
სტაფილო
ხრენის ფოთლები
ხმელი კამა
ნიორი. შავი წიწაკა მარილი 2 ს/კ
ასპირინი 2 ტაბლეტი თითოეულ ბანკაზე
მომზადება
გარეცხეთ კიტრი და დაასხით 2-3 საათი ცივი წყალი.
ერთ ლიტრიან სტერილურ ქილებში ჩააწყვეთ ხრენის ფოთოლი, კამის ქოლგები, დაჭრილი სტაფილო, პილპილის მარცვლები, ნიორი.
გაავსეთ პირამდე კიტრით. დაასხით მდუღარე და 15-20 წუთი დატოვეთ. შემდეგ გადაწურეთ ჭურჭელში.
წყალს დაამატეთ მარილი და ადუღეთ 5 წუთი.
თითოეულ ქილაში ჩააგდეთ 2 აბი ასპირინი, დაასხით მდუღარე მარინადი და მოხუფეთ.
ქილები გადმოაბრუნეთ და შეფუთეთ გაციებამდე.
ასე შეგიძლიათ არა მარტო კიტრი, არამედ სხვა ბოსტნეულიც დაამწნილოთ შესანახად.