1.2K
ქლიავის მარმალადი გამოდის ნაზი, პიკანტური, ოდნავ მომჟავო გემოთი, კაკალი კი ხაზს უსვამს მის დახვეწილ გემოს.
შემადგენლობა
ქლიავი 600 გ
თაფლი 150 გ
აგარ-აგარი 3 ს/კ.
დარიჩინი გემოვნებით
მიხაკი გემოვნებით
ქლიავს ამოაცალეთ კურკა და მიხაკ-დარიჩინთან ერთად დააბლენდერეთ.
მასას დაამატეთ აგარ-აგარი და 2-3 წუთი ადუღეთ.
კაკალი მოხალეთ, დააბლენდერეთ.
ქლიავის მასას დაუმატეთ თაფლი და აურიეთ.
ფორმაზე გაშალეთ ცელოფანი, მოაყარეთ დაფქვილი კაკალი და დაასხით ქლიავის მასა თანაბრად. 2 საათით შედგით მაცივარში.
გაციებული მარმალადი დაჭერით ნაჭრებად, მოაყარეთ დაფქვილი კაკალი და მიირთვით.