ეს დესერტი მზადდება ორ ფენად. ქვედა ფენა მარწყვის და ზედა ფენა არაჟნის, რომელშიც სხვა კენკრაა არეული. შეგიძლიათ გამოიყენოთ მარწყვი, ჟოლო, სმაროდინა ან ნებისმიერი თქვენი საყვარელი ხილი. არაჟანი უცხიმო გამოიყენეთ და ეს დესერტი შეგიძლიათ დიეტის დროსაც მიირთვათ. ის შეგიცვლით სრულფასოვან საუზმეს.
შემადგენლობა
არაჟანი 250 მლ
შაქარი 6 ს/კ.
მარწყვი 500 გრ.
სმაროდინა 100 გრ
ჟოლო 100 გ
ჟელატინი 40 გ
წყალი 400 მლ
მომზადება
დააბლენდერეთ 200 გრამი მარწყვი, რომ მიიღოთ პიურე. 20 გრამი ჟელატინი ჩაყარეთ 250 მლ წყალში და წამოადუღეთ, რომ გაიხსნას. გაციებული ჟელატინი შეურიეთ მარწყვის პიურეში, დაუმატეთ 2 ს/კ. შაქარი.
200 გრამი მარწყვი დაწერით შუაზე, დაალაგეთ ერთ ფენად ფორმაში, დაასხით პიურე და შედგით მაცივარში 2,5 საათი.
დარჩენილ ჟელატინს დაასხით 150 მლ წყალი და წამოადუღეთ. როცა გაცივდება შეურიეთ არაჟანს, დაამატეთ 4 ს/კ. შაქარი, დარჩენილი მარწყვი და სხვა ხილი.
გამოიღეთ მაცივრიდან დესერტი და ზემოდან დაასხით არაჟნის მასა. ისევ შედგით მაცივარში 2 საათით.
თუ ერთხელ გასინჯავთ ამ დესერტს, ყოველ დღე მოგინდებათ მისი მომზადება. ეს ისეთი რეცეპტია, რომელიც ნებისმიე დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის ვყინავ ზაფხულში ხილს და ზამთარშიც ვანებივრებ ყველას ამ გემრიელი ტკბილეულით.