მდიდრული გემო და არომატი, რომელიც ყველა ელიტარულ სასმელს ჩრდილში სტოვებს!

by ekaterine

ალუბალი უნდა შეარჩიოთ გადამწიფებული, არაყი აუცილებლად მაგარი უნდა იყოს, შეგიძლიათ სპირტი გამოიყენოთ. წყალი არ გადაადუღოთ, უნდა იყოს სუფთა და ბუნებრივი.

შემადგენლობა

ალუბალი 3 კგ

არაყი 2.5 ლ

შაქარი 500 გ

წყალი 2 ლ

მომზადება

გარეცხეთ ალუბალი, მოაცილეთ ყუნწები, კურკების ამოცლა საჭირო არ არის. ჩაყარეთ ქილაში.

 

დაასხით არაყი ისე, რომ ხილი დაფაროს. დააფარეთ პლასტმასის სახურავი და დადგით ბნელ ადგილას 2 კვირით. მიაწებეთ ქაღალდი, რომელზეც დამზადების თარიღს დააწერთ.

 

გადაწურეთ სითხე ცალკე ქილაში და შეინახეთ. ალუბალს მოაყარეთ შაქარი, დააფარეთ თავსახური და ისევ 2 კვირით ბნელ ადგილას დადგით.

 

2 კვირის შემდეგ გადაწურეთ ალუბლიდან ტკბილი წვენი და შეურიეთ პირველად გამოწურულ ალკოჰოლიან წვენს.

 

ალუბლიანი ქილა შეავსეთ წყლით. ქილები ერთსა და იმავე ბნელ ადგილას მოათავსეთ კიდევ 2 კვირით. შემდეგ გადაწურეთ ალუბალი. ეს წვენი აურიეთ ალკოჰოლიან ტკბილ წვენს და გაფილტრეთ. ჩაასხით სასმელი მინის ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას.

ეს სასმელი ძალიან უყვართ ქალბატონებს. მასში ზომიერადაა სიტკბო, სიმჟავე და ალკოჰოლი. მოამზადეთ და დაპატიჟეთ მეგობრები, ეს მათი საყვარელი სასმელი გახდება.

Related Articles