შოკოლადისა და ალუბლის ყველაზე საყვარელი კომბინაცია თავბრუს დაგახვევთ, ეს ნამდვილი დელიკატური გემოს შეგრძნებაა.

by ekaterine

გერმანული კულინარიის ერთ-ერთ საიტზე გადავაწყდი საინტერესო რეცეპტს, რომელიც ასე ითარგმნება: “ჭიანჭველების ტორტი”. ნუ იჩქარდებით მის შედარებას ცნობილ ნამცხვართან, “ჭიანჭველების ბუდე”, რადგან ეს ორი სრულიად განსხვავებული რეცეპტია.

შოკოლადის ნამცხვარი ალუბლით

შემადგენლობა

ალუბალი 700 გ

კარაქი 300 გ

შაქარი 200 გრ

ვანილის შაქარი 10 გ

კვერცხი 4 ცალი.

ხორბლის ფქვილი 300 გრ

გამაფხვიერებელი 1 ს/კ.

ლიქიორი 50 მლ

შოკოლადის წვეთები 150 გ

შავი შოკოლადი 200 გრ

ნაღები 200 გრ

ქოქოსის ზეთი 20 გ

მომზადება

თუ გამოიყენებთ გაყინულ ან დაკონსერვებულ ალუბალს, წინასწარ საწურზე დაყარეთ, რომ დაიწუროს.

მიქსერით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ თითო-თითოდ შეათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ ლიქიორი.

დაამატეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. დაამატეთ შოკოლადის წვეთები და ალუბალი, ფრთხილად აურიეთ.

ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 15-20 წუთის შემდეგ გამოიღეთ და გააციეთ.

გაადნეთ შოკოლადი, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და ათქვეფილი ნაღები, დაასხით ნამცხვარს და გააციეთ.

გემრიელად მიირთვით!

Related Articles