დამეთანხმებით, რომ სახლში მომზადებულ ბლითებს ნაყიდი ვერ შეედრება. ამ რეცეპტით გამოდის პატარა ზომის გემრიელი და ნოყიერი ბლითები, რომლებიც იწვება ტაფაზე.
ზეთში შემწვარი ბლითების რეცეპტი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოშია, საფრანგეთში მას ტკბილი კასტანიოლები ეწოდება, რომელსაც სეზამის მარცვლებს აყრიან, უზბეკურად – მარილიანი ბოგირსაკი და სოუსთან ერთად მიირთმევენ. ამ რეცეპტით ბლითები ტკბილია, რომელსაც გემრიელად მიირთმევთ ჩაისთან ერთად.
ტკბილი ბლითები შესქელებული რძით
ინგრედიენტები
ხორბლის ფქვილი 500 გ
შესქელებული რძე 400 მლ
მარილი გემოვნებით
კვერცხი 2 ც.
სოდა 0.25 ჩ/კ.
მზესუმზირის ზეთი 150 მლ.
მომზადება
ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და სოდასთან ერთად, დაამატეთ შესქ. რძე და კვლავ ათქვიფეთ. თანდათან დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ კაკლისოდენა ბურთები. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით ბლითები.
მიირთვით ცხელი, ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი. დრო იკარგება ბურთების ფორმირებაში, იწვება ძალიან სწრაფად. შეგიძლიათ დაუმატოთ ცომს ცოტა ხაჭო, თუ გსურთ, რომ უფრო ნოყიერი გამოვიდეს. შეინახეთ რეცეპტი, დარწმუნებული ვარ გამოგადგებათ.