“ალუბალი თოვლის ქვეშ” – ხრაშუნა და სასიამოვნოდ მომჟავო გემო, ის, რაც ყველას გვიყვარს!

გთავაზობთ ძალიან მარტივი ალუბლიანი პეჩენიების რეცეპტს, რომელიც ერთფეროვან დღეებს ლამაზ ზღაპრად გადაგიქცევთ.

ეს მშვენიერი, მსუბუქი და ტკბილი ბალიშები, რომელსაც “ალუბალი თოვლის ქვეშ”ეძახიან, ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ძალიან სწრაფად მზადდება, სულ რაღაც 30 წუთი დაგეკარგებათ.

“ალუბალი თოვლის ქვეშ”

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 400 გრ

შაქარი 2 ს/კ.

საცხობი პუდრი 1 ჩ/კ.

არაჟანი 2 ს/კ.

კარაქი 150 გ

კვერცხი 3 ცალი.

ალუბალი 50 ცალი.

ალუბლის მურაბა 50 გ

შაქრის პუდრი 1 ს/კ.

მომზადება

ფქვილი, საცხობი ფხვნილი და შაქარი აურიეთ ერთად თასში. დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი, გახეხილი კარაქი და სწრაფად მოზილეთ ცომი.

ცომი გაათხელეთ ოთხკუთხედ 8 მმ სიგანის გრძელ ფირფიტად. ნაპირზე მთელ სიგრძეზე წაუსვით მურაბის წვენი და დააწყეთ ალუბლები. გადაახვიეთ ცომი და დაჭერით ისე, რომ თითოეულში 2 ცალი ალუბალი აღმოჩნდეს.

 

 

საცხობ ფორმაზე გაშალეთ ქაღალდი და დააწყვეთ ზედ დაჭრილი ნამცხვრები. შედგით 180 გრადუსზე ღუმელში 20 წუთით. გამომცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.

 

ნამცხვარი გამოდის ხრაშუნა და სასიამოვნოდ მომჟავო გემო აქვს. შეგიძლიათ ალუბლის ნაცვლად ნებისმიერი ხილი, ჩირი ან კაკალი გამოიყენოთ.

Loading...