კექსი “ქალაქური” – ბავშვობის ნოსტალგია. დესერტი, რომელიც სკოლის კაფეტერიას გვახსნებს.

by ekaterine

კექსი ” ქალაქური “

შემადგენლობა

ხორბლის ფქვილი 300 გრ

შაქარი 230 გრ

კარაქი 230 გ

კვერცხი 3 ცალი.

ქიშმიში 220-250 გ

შაქრის პუდრი 10 გრ

მარილი

საცხობი ფხვნილი 1 ს/კ.

ვანილინი 1,5 გ

მომზადება

შაქარი, დარბილებული(და არა გამდნარი) კარაქი, მარილი, საცხობი ფხვნილი, ვანილი აურიეთ. თითო-თითოდ შეაზილეთ კვერცხი, უნდა ათქვიფოთ ისე, რომ შაქრის კრისტალები გაიხსნას. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და აურიეთ.

 

გარეცხილი და მშრალი ქიშმიში ამოავლეთ ფქვილში და აურიეთ კვერცხიან-ფქვილიან მასას. მიიღებთ ჩვილ ცომს.

 

ცხიმწასმულ ფორმებში 2/3-ზე მოათავსეთ ცომი და გამოაცხეთ 15-20 წუთის განმავლობაში 180-200 გრადუსზე. როცა გაცივდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი.

 

შეგიძლიათ ჩაასხათ მთლიანი ბისკვიტი და შემდეგ დაჭრათ პორციებად. მერწმუნეთ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი ეს რეცეპტი გაუზიაროთ სხვებსაც.

Related Articles