ყავის ზეფირი
შემადგენლობა
ვაშლი 300 გ
შაქარი 625 გრ
წყალი 160 გ
ყავა 3 ჩ/კ.
აგარ-აგარი 8 გ
შაქრის პუდრი გემოვნებით
კვერცხი 1 ც.
მომზადება
ვაშლი გამოაცხვეთ ღუმელში 190 გრადუსზე. გახეხილი ვაშლის პიურე უნდა იწონიდეს 250 გრამს.
მოცემული რაოდენობის წყლით მოამზადეთ მაგარი ყავა, გაწურეთ, თბილს დაუმატეთ აგარ-აგარი და მოურიეთ, რომ გაიხსნას.
ვაშლის პიურეს მოაყარეთ 250 გრამი შაქარი და მოურიეთ. რომ შაქარი გადნეს.
აგარ-აგარს მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე, ურიეთ ცოტა ხანს, არ უნდა გასქელდეს.
ვაშლის პიურეს დაამატეთ კვერცხის ცილა და ათქვიფეთ გათეთრებამდე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვეფის პროცესში დაამატეთ მოდუღებული მასა ნელ-ნელა.
საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ მომზადებული მასა და დასვით სასურველი ფორმის ზეფირები. დაელოდეთ, სანამ გაცივდება.
ზეფირი უნდა იყოს ელასტიური. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით.
ფრანგული დესერტის სახელწოდება ითარგმნება როგორც “მსუბუქი ნიავი”. სწორედ ესაა რაც გვჭირდება: მსუბუქი ტექსტურა აგარ-აგარზე აუცილებლად გამყარდება და შიგნიდან დარჩება ნაზი. მთავარია არ იჩქაროთ, ზეფირს გასამყარებლად სჭირდება ერთი დღე-ღამე მაინც. თუ ხშირად აცხობთ ტორტებს, შეგიძლიათ ასეთი ზეფირი მის გასაფორმებლად გამოიყენოთ.