წელს თქვენი სააღდგომო პასკა ყველასგან გამორჩეული იქნება. ექსკლუზიური რეცეპტი არომატული და გემრიელი პასკის!

by ekaterine

პასკა სააღდგომო სადღესასწაულო კექსია, რომელიც ტრადიციულად ყველა ოჯახში გვხვდება ამ დღეს. თუ გადაწყვიტეთ თქვენ თვითონ მოამზადოთ წელს და გააოცოთ ახლობლები, შემოგთავაზებთ შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

ეს რეცეპტი დაამტკიცებს თავის უნიკალურობას, პასკა გამოვა ძალიან დელიკატური და სურნელოვანი. ამდენ ქებას, სჯობს თვითონ სცადოთ და გაალამაზოთ აღდგომის სუფრა თქვენი ნახელავით.

შემადგენლობა

კვერცხის 4 ცალი.

კვერცხის გული 2 ცალი.

შაქარი 370 გრ

კარაქი 180 გრ

საფუარი 50 გ

ვანილის შაქარი 15 გ

კონიაკი 100 მლ

ცუკატები 100 გრ

ალუბლის ჩირი 100 გრ

ქიშმიში 150 გრ

1 ფორთოხლის კანი.

მუსკატის კაკალი 0.5 ჩ/კ.

ილი 0,5 ჩ/კ

ანისი 0,5 ჩ/კ

მარილი გემოვნებით

ხორბლის ფქვილი 0.9 კგ

რძე 370 მლ

მომზადება

საღამოს აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, კვერცხის გულები, შაქარი, დაასხით ანადუღარი თბილი რძე, დაამატეთ საფუარი და გამდნარი კარაქი. აურიეთ კარგად და თბილ ადგილას დადგით 10-12 საათით.

кулич александрийский

ანისი,ილი, მუსკატის კაკალი, ცედრა ჩაყარეთ კონიაკში, ცოტა შეათბეთ, გაწურეთ და ჩაასხით კვერცხიან მასაში ვანილთან და მარილთან ერთად.

გაცერით ფქვილი და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად მოზილეთ ცომი. ზეთში დასველებული ხელით 15 წუთი კარგად დაამუშავეთ ცომი.

 

кулич александрийский

ქიშმიში, ალუბალი და ცუკატები აურიეთ ცომში.

 

кулич александрийский

ცომი უნდა იყოს ჩვილი. დააფარეთ და დაელოდეთ, სანამ 2,5-ჯერ არ გაფუვდება. გაანაწილეთ ცხიმწასმულ ფორმებში 1/3-ზე, როცა ცომი ამოვა და 2 სმ დარჩება ზედაპირამდე თავისუფალი, მზად იქნება გამოსაცხობად.

кулич александрийский

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და შედგით პასკა 10 წუთი, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და კიდევ 25 წუთი გააჩერეთ.

ცოტა ხანს დატოვეთ გამორთულ ღუმელში და როცა შეგრილდება გამოიღეთ. გაციებამდე დატოვეთ ფორმებში. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ შაქრის პუდრა ან მოასხათ შოკოლადის მინანქარი.

ამ რეცეპტით გამოდის სამი საშუალო ზომის პასკა. თუ რეცეპტი მოგეწონათ გაუზიარეთ მეგობებსაც. შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ!

 

Related Articles